• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თურქეთში სამი ფრანგი და ერთი თურქი ჯაშუში დაიჭირეს – რა მასალებს აგროვებდნენ მზვერავები?

ალია ავტორი - ალია
13:14 06-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, თურქეთში ოთხი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქული მედია ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული პირები თურქეთში მოქმედი კონსერვატიული ორგანიზაციების შიდა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. ეჭვმიტანილები ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს იყენებდნენ, თითქოს თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის აგენტები იყვნენ და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და მსგავს ტერორისტულ ჯგუფებზე აგროვებდნენ ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მეტინ ოზდემირი ფრანგმა სამხედროებმა ავღანეთის მისიის დროს გადაიბირეს. თურქეთში დაბრუნების შემდეგ, ოზდემირმა სტამბოლში მდებარე საფრანგეთის გენერალურ საკონსულოს დაცვაში დაიწყო მუშაობა. თურქული მედია წერს, რომ მეტინ ოზდემირს უცხოური ლეგიონის წევრობა სურდა. ფრანგული დაზვერვის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, მას უთხრეს, რომ აისრულებდა ოცნებას, თუმცა პირველ რიგში მას ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა.

დაკითხვის მასალებიდან ირკვევა, რომ ოზდემირმა ​120 ადამიანზე, მათ შორის იმამებზე შეაგროვა ინფორმაცია და საფრანგეთის ხელისუფლებას გადასცა. მეტინ ოზდემირის საქმიანობას კურირებდა სამი ფრანგი მზვერავი კოდირებული სახელებით: „ბრუნო“, „ვირჟინია“ და „სებასტიანი.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved