თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს ოთხმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა ყარაბაღის საკითხზე.
„დიახ, ჩვენს პრიორიტეტებშია მოლაპარაკებების გამართვა ოთხმხრივ ფორმატში, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა. ასეთი შეთავაზება გადავეცით. ანუ, მე, ვლადიმერ პუტინი [რუსეთის პრეზიდენტი], ილჰამ ალიევი [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] და ნიკოლ ფაშინიანი [სომხეთის პრემიერ-მინისტრი]. მე ვთქვი, მოდით, შევხვდეთ, ერთად განვიხილოთ ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. მოცემულ მომენტში, არც ნეგატიური და არც პოზიტიური პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ოთხმხრივი მოლაპარაკების ინიციატივა იმისკენ არის მიმართული, რომ „მოლაპარაკებები გამართონ იმ ქვეყნების ლიდერებმა, რომლებსაც ეს პრობლემა ეხებათ და არა იმ ქვეყნებმა, რომლებიც კავშირში არ არიან“ ყარაბაღის თემასთან.
კომენტარები