ენმ–ის დეპუტატი, რომან გოცირიძე, მთავრობის დღევანდელ ინიციატივაზე წერს:
“თუ გინდა, რომ არაფერი გააკეთო, უნდა შექმნა კომისია.
ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად თურმე უნდა შეიქმნას 12 კომისია:))
რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ გააკეთებენ ხვალ, როცა არ გაუკეთებიათ გუშინ?
ხელისუფლების შემოთავაზების გულწრფელობა რომ დავიჯეროთ, ერთი საქმე მაინც გვაჩვენონ, მაგალითად, პირველ ნომრად მოცემული რეკომენდაციის, პოლარიზაციის შემცირების შესრულების მაწილში: გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ, გამოუშვან ნიკა გვარამია და მიიღონ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე გასულია პირველი მოსმენით პარლამენტში. ამას უნდა ერთი დღე.
12 სკამისა არ იყოს, “დილით ფული, საღამოს სკამები”. ისე მტერი ენდო ამათ. გვაქვს მწარე გამოცდილება.”
კომენტარები