თურქმა სამართალდამცავებმა ქართველი მეზღვაური დააკავეს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ მეზღვაურის დაკავება სავარაუდოდ თურქეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა გახდა.
“გუშინ შემოვიდა შეტყობინება, რომ ქართველი მეზღვაური თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს, შესაბამისად, ინფორმირებულია ჩვენი საკონსულო ანკარაში. მიმდინარეობს პროცედურები რატომ დააკავეს ჩვენი მეზღვაური, წინასწარი ინფორმაციით, მეზღვაური საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთის დარღვევის გამო დააკვეს. სავარაუდოდ მისი დეპორტაცია მოხდება”, – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
წყარო: ნიუპოსტი
კომენტარები