“კორონავირუსი არის გადამდები, მაგრამ არა 100%-ით, არ გადადის ისე, როგორც წითელა ან სხვა ჰაერწვეთოვანი დაავადებები.
თუ ჩვენ იმ რეკომენდაციებს დავიცავთ, როგორიც არის დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, თუნდაც ერთ სივრცეში ყოფნის შემთხვევაშიც შეიძლება ინფიცირებული ადამიანისგან ჩვენ დაავადება არ გადაგვედოს “, – ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.
„აიპრესი“
კომენტარები