• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ვინმეს სჯერა, რომ თაროზე შემოდებული საქმე პროკურორმა ჩამოიღო, ასე არ არის, მან მიიღო დავალება – ნიკა მელია დავით კირკიტაძის საქმეზე

ალია ავტორი - ალია
12:48 02-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

პროკურორმა მიიღო დავალება იმ ადამიანებისგან, ვინც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან, დავით კირკიტაძის პროცესის დაწყებამდე ისაუბრა. 

“რუსთავი არის ის ქალაქი, სადაც ქართულმა ოცნებამ ერთო ერთზე დაპირისპირებაში წააგო ნაციონალურ მოძრაობასთან. დათო კირკიტაძემ 2018 წელს მოიგო არჩევნები და თუკი ვინმეს სჯერა, რომ თაროზე შემოდებული საქმე 4 თვის განმავლობაში რიგითმა პროკურორმა ჩამოიღო, რა თქმა უნდა ასე არ არის. მან მიიღო დავალება რუსთავში იმ ადამიანებისგან, ვინც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე”, – თქვა ნიკა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ მომავალ თაობებს აინტერესებს როგორი იქნება საქართველო 2022-2023 წლებში, მაგრამ “ოცნებას” სურს, რომ სივრცე პოლიტიკური მართლმსაჯულებით გააჯეროს, თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. 

“ქართული ოცნება ცდილობს, ყველა ის უმსგავსობა, მანკიერება, ძალადობა, უკუსვლა გადაფაროს და ყველაზე მთავარი რასაც აკეთებს, უნდა, რომ ეს ყველა პრობლემა დაიყვანოს “ნაცმოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის დაპირისპირებამდე. სინამდვილეში, პირველ ეტაპზე უნდა გადავრჩეთ როგორც ერი და სახელმწიფო, უნდა ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოს მოქალაქეები, გვქონდეს შემოსავალი. ამ ყველაფრის მოსურნე არის მოსახლეობის უმრავლესობა. ამ დროს “ქართული ოცნება” ცდილობს, საზოგადოებას უთხრას, იცი რა ? მე ჩხუბი მაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან, იმიტომ, რომ ის მეცილება ძალაუფლებაში. სინამდვილეში ეს არის მტკნარი სიცრუე”, – ამბობს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, ენმ-ის წევრის პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. საქმე ეხება პროკურატურის მიერ კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved