• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ვინმემ დაარღვია კონსტიტუცია, ეს არის მთავრობა” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:31 10-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასამართლო პროცესს ეხმაურება და წერს:

პრეზიდენტის იმპიჩმენტის სხდომა დასასრულისკენ მიდის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის არა სამართლებრივი, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის დამორჩილების პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი. რა თქმა უნდა, სამართლებრივად ისევ იმ აზრზე ვარ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია – ის მოქმედებდა კონსტიტუციით განსაზღვრული და მთავრობის მიერ ოფიციალურად აღიარებული საგარეო კურსის ფარგლებში (ნუ სხვა საკითხია, რომ ბოლო დროს ეს კურსი მთავრობამ პრაქტიკულად შეცვალა) და ამ საკითხზე მას მთავრობის თანხმობა არ სჭირდებოდა.
მხოლოდ 52-ე მუხლში ჩატეული კობახიძის „ლოგიკა“ სრულ აბსურდამდე მივიდა – პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და მისი უფლებამოსილებები მხოლოდ ქაღალდზე დატოვა, პრაქტიკაში სრულიად უუფლებოდ გამოაცხადა საგარეო ურთიერთობებში, რაც არანაირად არ გამომდინარეობს კონსტიტუციის მუხლების ერთობლივი ანალიზიდან. (იურიდიულ დეტალებში აღარ შევალ, ბევრი დისკუსია იყო 49-ე და 52-ე მუხლების ურთიერთმიმართებაზე და მოკლედ რომ ვთქვა, სრულად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს ყველაფერზე მთავრობის თანხმობა არ სჭირდება).
არგუმენტად ისიც საკმარისია, რომ გახარიას პრემიერობისას კონსტიტუცია სათანადოდ – სახელმწიფოს და ინსტიტუტების ურთიერთპატივისცემის ინტერესიდან და პრეზიდენტის კონსტიტუციური როლიდან გამომდინარე განიმარტებოდა და დღეს იგივე კონსტიტუცია ოცნებამ ინსტიტუტის დამორჩილების ინსტრუმენტად აქცია.
ისიც ფაქტია, რომ იმპიჩმენტის პროცესი ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიერ „კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის“ პროცესის დაწყებას მოაყოლა, რაც კიდევ უფრო სხვა მოტივაციაზე მიუთითებს.
თუ ვინმემ დაარღვია კონსტიტუცია, ეს არის მთავრობა, რომელმაც ჯერ ღიად გადაუხვია კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო კურსიდან და შემდგომ არ შეასრულა კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება – „კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერ“ ვიზიტებზე უარი უთხრა პრეზიდენტს, ანუ არ მიიღო „ყველა ზომა“ ევროინტეგრაციისთვის.
სხვათაშორის, საკონსტიტუციო სასამართლოც კონსტიტუციური ორგანოა და 78-ე მუხლი მასაც ავალდებულებს მიიღოს „ყველა ზომა“ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ორჯერ ორი ოთხია, რომ ზემოაღნიშნული ლოგიკით პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენა პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved