• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ უკრაინის შემთხვევაში საუბარია 2050 წელზე, ჩვენ 2032-2034 წელს შეიძლება გავხდეს EU-ს წევრი” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
02:26 07-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა:

 

“პროგნოზები, რაც უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კეთდება, მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ჩვენ მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ჩვენზე ადრე მიენიჭა, პოლიტიკური მიზეზების გამო, უკრაინა და მოლდოვა ყველა თვალსაზრისით ბევრად ჩამორჩება საქართველოს. ეს ეხება დემოკრატიას, კონსტიტუციურ სისტემას, ადამიანის უფლებების დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკურ გარემოს, საგარეო ვაჭრობას და ა.შ. ყველა ამ მიმართულებით, ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩვენ ერთი თავით მაღლა ვდგავართ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, როდის მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ შეგვიძლია, ბევრად უფრო ადრე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ უკრაინის შემთხვევაში საუბარია 2050 წელზე, კარგი პრაქტიკა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან დაახლოებით, 12-14 წელიწადი სჭირდება ხოლმე წევრობას. პროგნოზი მონტენეგროსთან და სერბეთთან დაკავშირებით, რაც არის კარგი მაგალითი, არის სწორედ 12-14-წლიანი.

შესაბამისად, ჩვენ გვიჩნდება იმის პერსპექტივა, რომ თუ დეკემბერში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, სადღაც 2032-2034 წლისთვის შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, მაგრამ სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, პრაქტიკა ასეთია – სადღაც, 12-14 წელი სჭირდება ხოლმე ამ ყველაფერს“

თეგები: ირაკლი კობახიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved