თუ შეზღუდვები მკვეთრად გამარტივდება, ძალიან დიდი ალბათობით, ახალი წლის შემდგომ საქართველოში ყოველდღიურად, საშუალოდ 6 000-მდე შემთხვევა იქნება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენი სახელმწიფო და მსოფლიოს არა ერთი ქვეყანა ეყრდნობა ძალიან ავტორიტეტულ ორგანიზაციას, განსაზღვროს პროგნოზები. ეს არის სიეტლის ჯანმრთელობათა გაზომვების ინსტიტუტი. თუ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში მათ პროგნოზირებას შევხედავთ, ეს ასეა, რომ თუ ქვეყანა სვლას იგივე პროექციითგააგრძელებს, რაშიც ახლა ვიმყოფებით და ამ სიტუაციიდან ამოვარდნა არ იქნება, გვაქვს შესაძლებლობა, რომ იანვრის დასაწყისში დაახლოებით, 2 800-2 900 შემთხვევამდე მივიდეთ, სტაბილურად, მაგრამ თუ ეს დაირღვევა და შეზღუდვები მკვეთრად გამარტივდება, ძალიან დიდი ალბათობით, ახალი წლის შემდგომ საქართველოში ყოველდღიურად, საშუალოდ, 6 000-მდე შემთხვევა იქნება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ბიზნესთან რამე ტიპის კომპრომისზე წავიდეს, ამ შემთხვევაში აქ უნდა იყოს წერტილოვანი, სწორი არჩევანი.
კომენტარები