• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, მესამე პრეზიდენტი გარეთ იქნება – მოსამართლე

ალია ავტორი - ალია
00:37 11-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება მოსამართლე ლია ორკოდაშვილისთვის კარიერაში ყველაზე მძიმე საქმეა. 

მისი თქმით, რეზონანსულ საქმეზე გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის ჩარჩოებში და შინაგანი რწმენით მიიღებს. 

ორკოდაშვილი “შაბათის ეთერთან” პირველად ხსნის რატომ ჩაატარა მოსამართლეთა კოლეგიამ წინა პროცესი ისე რომ პრეზიდენტი განსასჯელის სკამზე არ მჯდარა. 

„ჯერ ერთი, სასჯელაღსრულების დაწესებულება ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს და არა სასამართლო ხელისუფლებას. ამასთან, როდესაც ჩვენ მოგვდის საბუთი, სადაც წერია რომ პატიმარი ვერ მოგვყავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ ხომ არ ვართ ექიმები და ექსპერტები? ეს ადამიანი გზაში რომ გახდეს ცუდად , ან სასამართლოზე რამე დაემართოს, რა უნდა ვქნათ?!”- განაცხადა მოსამართლემ. 

ინტერვიუდან ირკვევა, ისიც, რომ დაუმსახურებელმა კრიტიკამ დიდი სტრესი მიაყენა.   მოსამართლემ არც ის დამალა რომ სააკაშვილის პროცესის შემდეგ თავადაც ექიმთან მოხვდა. 

ლია ორკოდაშვილი, შვიდი ნოემბრის საქმეზე განაჩენს დანარჩენ ორ მოსამართლესთან ერთად გამოაცხადებს. იმის გამო რომ სისხლის სამართლის ეს საქმე რთულად განსახილველ საქმეთა კატეგორიაში შედის, პირველად საქალაქო სამმართველომ მოსამართლეთა კოლეგია შექმნა. საბოლოო გადაწყვეტილებამდე იყო  შუალედური ვერდიქტი, სამმა მოსამართლემ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა გააუქმა, ამით პრაქტიკულად სალომე ზურაბიშვილს ხელ-ფეხი გაუხსნეს. თუ მეხუთე პრეზიდენტი მესამეს შეიწყალებს სააკაშვილი ციხეში არც ერთი წუთს აღარ გაატარებს: 

„თუ ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე, რომ გაითვალისწინოს ყველა ის გარემოება რაც ხდება ყოფილი პრემიერის ირგვლივ და შეიწყალოს ის, ჩვენ რომ პატიმრობა არ გაგვეუქმენინა, როგორც აღკვეთი ღონისძიება, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა, ახლა თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ მას შეიწყალებს, სააკაშვილს ჩვენგან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთა აღარ აქვს და ის გარეთ იქნება”- თქვა მოსამართლემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved