• რეკლამა
  • კონტაქტი
08:12, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ სახელმწიფომ თქვენც ასე მოგპარათ ინფორმაცია, მითხარით” – ბაჩალიაშვილის საქმე

ალია ავტორი - ალია
00:36 10-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

პროგრამისტი გიორგი ლიუბარეცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს, სოციალურ ქსელში, წერს: 

“პროკურატურისგან “შეთავაზება” მივიღე, მობილურის პაროლი მოგვეცი, ამ ინფორმაციას ამოვიღებთ იქიდან და შევინახავთ ჩვენს სერვერებზე, თუ დათვალიერებისას რამე საეჭვოდ მოგვეჩვენაო

– WhatsApp ჩატები (ყველა ადამიანთან)

– Viber ჩატები (ყველა ადამიანთან)
– Slack ჩატები (ყველა ადამიანთან)
– Facebook Messenger ჩატები (ყველა ადამიანთან)
– SMS-ები (ყველა ადამიანთან)
– ყველა სხვა მესენჯერის ჩატები
– GPS გადაადგილების ისტორია
– ზარები
– კონტაქტები
– სურათები
– ვიდეო ფაილები
– აუდიო ფაილები
– ინტერნეტ ბრაუზერის ისტორია
– ბრაუზერში შენახული პაროლები
– ბრაუზერში შენახული საბანკო ბარათები
– ყველა სხვა აპლიკაციაში შენახული მონაცემები (მათ შორის, 3 სხვადასხვა ბანკის აპლიკაცია)
– ყველა სხვა ინფორმაცია, რაც მობილურზე ინახება, სრულად.

აქედან ყველაფერი ჩამოთვლილი არ იყო. მესენჯერები იყო ჩამოთვლილი ძირითადად და ბოლოში “მობილურზე შენახული ყველა სხვა ინფორმაცია”. ეს ბოლო გავშალე, რაც ჩემს ტელეფონზე ინახება.

ეს მონაცემები შეინახება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სერვერებზე უვადოდ.

ამ მონაცემებში არის ძალიან ბევრი ადამიანის პირადი და სენსიტიური ინფორმაცია. არა მხოლოდ ჩემი.

სახელმწიფო ინსპექტორმა დაწერა ანგარიშში 2019 წელს, რომ საგამოძიებო უწყებებს აქვთ ფიზიკურ პირებზე საკმაოდ მოცულობითი და სენსიტიური შინაარსის მონაცემთა ბაზები, რომლებშიც ეს მონაცემები ინახება უვადოდ.

აუცილებლად გავარკვევ, რამხელა მოცულობაზეა საუბარი და რამხელა ბაზები აქვთ.

პაროლის გადაცემის შემთხვევაში, ჩემი და ჩემთან კონტაქტის მქონე პირების სენსიტიური პერსონალური ინფორმაციაც შეიძლება, რომ იგივენაირად შეინახონ იქ და გამოიყენონ უვადოდ, ნებისმიერი საფუძვლით და ნებისმიერი მიზნით.

ამ მონაცემების მოთხოვნის ერთადერთი საფუძველი პროკურატურას აქვს ის, რომ 22 ივლისს ინტერნეტში რუკებს ვათვალიერებდი. ერთ-ერთი ლოკაცია, რომელიც დავათვალიერე, აღმოჩნდა ის, რომელიც ვიღაცამ ჟურნალისტ ელისო კილაძეს გადასცა ვოთსაფით.

ამ რუკებს ათვალიერებდა უამრავი ადამიანი. ამ საქმეზე ინფორმაციას ეძებდა უამრავი ადამიანი. ჩემ მიერ დასერჩილი ლოკაცია იყო საჯარო და ხალხი საჯაროდ ლაპარაკობდა ამ ლოკაციაზე.

თითქმის იგივენაირად, როგორც შაქარაშვილის საქმეზე “ქებაბ ჰაუსი” დასერჩა თითქმის მთელმა ქვეყანამ.

შევთავაზე მხოლოდ ვოთსაფის გახსნა, მაგრამ არ იყო საკმარისი ეგ.

ყველა კითხვაზე ვუპასუხე გამოძიებას. მათ შორის, ჩემი პროფესიული ცოდნიდან გამომდინარე დავეხმარე და ავუხსენი, რაც არ იცოდნენ. არც ეგ იყო საკმარისი.

მოსამართლემ ამ აბსურდზე ხელი მოაწერა.

ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების რეალური და ეფექტური გზები არ არსებობს (მაქსიმუმ პროკურატურას შემიძლია ვუჩივლო, პროკურატურაში).

რა თქმა უნდა, პაროლი არ მიმიცია. არ ვაპირებ, რომ ჩემი და ჩემი ახლობლების პერსონალური მონაცემების შეგროვებაში, შენახვაში და დამუშავებაში კონტრიბუცია გავაკეთო. მითუმეტეს მაშინ, როცა არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, არც ის გამიკეთებია, რისი ეჭვიც აქვთ და არც იმ ადამიანზე აქვთ ამხელა მონაცემების შეგროვების კანონიერი საფუძველი, ვინც გააკეთა.

არც ერთი ადამიანის შესახებ არ უნდა ინახავდეს სახელმწიფო ასეთი მასშტაბების ინფორმაციას უვადოდ და უამრავი თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომად.

ვისაც გაქვთ რამე ინფორმაცია ან თქვენზე, ან ნაცნობებზე, რომლებსაც იგივენაირად მოპარა სახელმწიფომ ასეთი ინფორმაცია, მითხარით. ყველასთან ვიმუშავებ, რომ ასეთი რაღაც აღარ ხდებოდეს. არავინ იცით, როდის და რისთვის გამოიყენებენ ამ ინფორმაციას და რა საფუძვლით”

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved