„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებისგან რვა მარტის შეთანხმების სასწრაფო შესრულებას მოითხოვს.
დავით ბაქრაძე:
„ქართულ ოცნებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ შეთანხმება სანახევროდ ვერ შესრულდება. არ არსებობს ნახევარი შეთანხმების შესრულება – შეთანხმება ან მთლიანად სრულდება, ან არ სრულდება. ეს რომ მხოლოდ ოპოზიციის პოზიცია არ არის, კიდევ ერთხელ დაადასტურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის მისჯის შემდეგ, აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებამ.
“ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კარგად გაიაზრონ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების წინაშე აიღეს და როდესაც საუბრობენ შეთანხმების შესრულებაზე, ისაუბრონ შეთანხმების ორივე ნაწილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შეთანხმებას შესრულებულად ვერ ჩავთვლით. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, „ევროპული საქართველო“ კი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.”
კომენტარები