• რეკლამა
  • კონტაქტი
08:12, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ფონდებზე ყადაღას არ მოხსნით, 24 საათიან რეჟიმში მოგვიწევს დავჯდეთ, სხვა გზა არ გვრჩება” – მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პროკურატურას

ალია ავტორი - ალია
18:04 03-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
370

მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ – “ნანუკას ფონდის” ბენეფიციარებს აინტერესებთ, რეალური საფუძველი, რის გამო დაედო ფონდის ანგარიშს ყადაღა, რადგან მათი თქმით, ამ  გადაწყვეტილების გამო, ასობით მოზარდი აუცილებელი მკურნალობის გარეშე რჩება.

მშობლები ამბობენ, რომ “ნანუკას ფონდი” ბენეფიციარებს ძვირადღირებული წამლებით და უცხოეთის კლინიკებამდე ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფდა.

30 მარტამდე ველოდებით, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება, უწყვეტს ჩვენს ბავშვებს დაფინანსებებს თუ მოხსნის ყადაღას გამოძიების დასრულებამდე და მოგვცემს საშუალებას ბავშვებს ვუმკურნალოთ – ამბობს თამარ იარაჯული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროკურატურასთან მშობლების 24 საათიან აქციას აანონსეს.

როდესაც მე ვერ ვაწვდნენ სრულად საზოგადოებას ხმას, ხშირად ნანუკამ თავისი ფონდის მეშვეობით, რამდენიმეჯერ მედიკამენტები და ერთხელ სრულად მგზავრობა და ყველა ხარჯი დააფინანსა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემნაირი შვილი ვისაც ჰყავს, ძალიან ხშირად გვიწევს საზღვარგარეთ გამგზავრება. რა უვრო პრიორიტეტია ამ ქვეყანასი, ის რომ საწვიმრები დაარიგა ნანუკა ჟორჟოლიანმა და ამიტომ დაყადაღღდა ფონდი, თუ ბავშვი, რომელიც რეანომობილს ელოდება, რომ გადარჩეს. 30 მარტამდე ველოდებით, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება, უწყვეტს ჩვენს ბავშვებს დაფინანსებებს მგზავრობის და ა.შ. თუ მოხსნის ყადაღას გამოძიების დასრულებამდე და მოგვცემს საშუალებას ბავშვებს ვუმკურნალოთ. თუ ასე არ მოხდება 30 მარტს მივალთ, სავარაუდო ლოკაცია იქნება პროკურატურა და ვთხოვთ ბატონ პროკურორს, რომ მოგვისმინოს. თუ ჩვენ პასუხებს ამ ერთ კვირაში არ მივიღებთ და ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის თხოვნა, აუცილებლად 24 საათიან რეჟიმში მოგვიწევს დავჯდეთ, სხვა გზა არ გვრჩება უბრალოდ”, – განაცხადა თამარ იარაჯულმა. 

ცნობისთვის, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა:

  • საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved