• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ “ოცნება” არ იმოქმედებს, ღიად დასვამს ტოლობის ნიშანს საკუთარ თავსა და “პატრიოტთა ალიანსის” ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას შორის

ალია ავტორი - ალია
15:34 08-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

დღეს, 31 აგვისტოს ქუთაისში 8 აგვისტოს მემორიალთან “ლელო საქართველოსთვის” ლიდერებმა და იმერეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ანა ნაცვლიშვილმა, თორნიკე ართქმელაძემ და ანა ბიბილაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

“ლელოს” ლიდერები ქართულ ოცნებას და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ  იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და დაიწყონ პატრიოტთა ალიანსის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პროცედურა. პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერებმა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ აჭარის ა/რ-ში გაჩნდა საჯარო სივრცეში სლოგანით: „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“, რომელზეც აჭარა აღნიშნული იყო წითელ ფერში, ისევე როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო, საზოგადოებაში ლეგიტიმური აღშფოთება გამოიწვია.

„ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, რომ დაიცვან სახელმწიფო და იმოქმედონ შესაბამისად. ნაცვლიშვილის თქმით, პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, არაკონსტიტუციურ ძალად და ამ მიმართულებით დაიწყოს   სამართლებრივი პროცედურა.

„მოვითხოვთ – საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისაგან დაიწყოს პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების სამართლებრივი პროცედურა!  წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ურყევად დაადასტურებს, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს, ღიად და დაუფარავად ატარებს პრო-რუსულ კურსს საქართველოში! აღნიშნული კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ არც რუსეთის დუმის დეპუტატის ჩაბრძანება მომხდარა ექსპრომტად საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, რასაც მოჰყვა 20-21 ივნისის მძიმე მსხვერპლი და ტრაგიკული მოვლენები,“- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკა და რიტორიკა როგორც აჭარაში, ასევე დანარჩენ საქართველოში ხშირად ეფუძნება საქართველოში სხვადასხვა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას და ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სულისკვეთებასა და კონსტიტუციურ პრინციპებს. 

„ცოტა ხნის წინ ამ პარტიის ლიდერები კანონდარღვევით ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობდნენ; ასევე საჯარო სივრცეში გაჟღერდა ინფორმაცია პარტიის მიერ რუსული დაფინანსების მიღების თაობაზეც. რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, ვერ გახდება ზერელე მსჯელობის საგანი: ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოება ფორმალურად მაინც არსებობს, ეს ინფორმაცია უნდა გახდეს ოფიციალური გამოძიების საგანი.  ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების ან დისკრეციის საკითხი, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია! ხელისუფლება ვალდებულია რეაგირება მოახდინოს აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის მაღალჩნოსანთა „ფეისბუქ“ პოსტები არ არის საკმარისი. მოვუწოდებთ პრეზიდენტს, მთავრობასა და საპარლამენტო გუნდს, დაიცვან სახელმწიფო ინტერესი და  მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების მოთხოვნით,“- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 
 
ნაცვლიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზეც, თუ ხელისუფლება არ იმოქმედებს. „ქართული ოცნება“ შექმნის ურყევ მტკიცებულებას იმისას, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს პატრიოტთა ალიანსის ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს, ღიად და დაუფარავად ატარებს პრო-რუსულ კურსს საქართველოში. დაჟინებით მოვითხოვთ, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და იმოქმედოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების და არა მეხუთე კოლონის გეგმის ფარგლებში,“- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

თეგები: ანა ნაცვლიშვილიანი ბიბილაშვილითორნიკე ართქმელაძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved