• რეკლამა
  • კონტაქტი
07:15, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ოკუპანტი დღეს გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების შეჩერებას შეეცდება, მკაცრ პასუხს მიიღებს”- ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
17:03 03-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი მიმართვა გავრცელდა, სადაც ის ოკუპანტი რუსეთის მიერ პუმანიტარული დერეფნების დაბომბვაზე საუბრობს,ზელენსკი ამ მიმართვაში ევროკავშირში მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა :

“უკვე 16 დღეა მტერს ვებრძვით და ეს 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მათ ეგონათ. ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს არმიას, რომელიც ფიქრობდა რომ უკრაინა დანებდებოდა. ეგონათ რომ უკრაინულ ქუჩებში ადამიანები ყვავილებით დახვდებოდნენ. ყველაფერი პირიქით მოხდა. უკრაინელები ამაყი ხალხია, რომლებიც ოკუპანტს საკუთარი მიწის ერთ სანტიმეტრსაც კი არ დაუთმობენ და  ყოველთვის დაიცავენ.

როდესაც ვხედავთ თუ როგორ ებრძვის ჩვენი არმია მტერს და როგორ ანადგურებს მტრის ჯარს, იმედი მიჩნდება რომ ყველაფერი მალე დასრულდება. მარგამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ომია. უნდა მოვითმინოთ და ვიბრძოლოთ. ჯერ ვერ ვიტყვით რა დრო დაგვჭირდება ჩვენი მიწიდან მტრის განსადევნად, თუმცა ამას აუცილებლად ვიზამთ. ომში სტრატეგიული გარდატეხა უკვე შევიტანეთ და ვუახლოვდებით ჩვენს გამარჯვებას, თუმცა როგორც გეუბნებით ამას დრო დასჭირდება. ომი პრინციპულ და ჯიუტ მეტოქესთან გვაქვს. ქვეყანა რომელიც ჩვენთან საბრძოლველად რეზერვისტებსაც კი აგზავნის.

ამასთან, სირიელი დაქირავებულ მკვლელები გამოგვიგზავნეს. არ დაგვავიწყდეს რომ სირიაც ისე გაანადგურეს, როგორც ახლა ჩვენი ქვეყნის განადგურებას ცდილობენ. გამოაგზავნეს სირიელები, რომლებიც ვერც კი არჩევენ ვინ რომელ ენაზე საუბრობს, ან ვინ რომელ ეკლესიაში დადის. ისინი აქ ფულის სანაცვლოდ ჩამოვიდნენ.

რამდენიმე რეგიონი წყლის, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გამოიწვია.

დნეპრში საცხოვრებელი სახლები და საბავშვო ბაღები დაბომბეს. ნეტავ რა საფრთხეს უქმნიდა რუსეთს ეს დაწესებულებები?! სუმის ოლქში, მარიუპოლში და ხარკოვში დასახლებული პუნქტები დაბომბეს.

თუ ოკუპანტი დღეს გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების შეჩერებას შეეცდება და ცეცხლს გახსნის, მკაცრ პასუხს მიიღებს. იმ დონეზე მივიყვანთ რომ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა თავად დასჭირდებათ.  ისეთ მეზობელთან როგორც რუსეთია ცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა როგორც ყველამ დაინახა, არც ჩვენთან! დიდება უკრაინას.” ამბობს ზელენსკი.

თეგები: ვოლოდიმირ ზევოლოდიმირ ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved