თუ ნიკა მელია შექმნის პარტიას, უდიდესი ალბათობით, მის პარტიაში ვიქნები – ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, გიორგი კირთაძემ “პირველებთან” გააკეთა.
მისი თქმით, “უაზრობისთვის წერტილის დასმა გუშინ გადაწყვიტეს”.
“სიმართლე იმ მხარეს არის, სადაც ვართ ჩვენ”- ამბობს კირთაძე.
კითხვაზე ახალი პლატფორმიდან ბრძოლა, ნიშნავს თუ არა, ნიკა მელიასთან ახალ პოლიტიკურ პარტიას? – პოლიტიკოსი ამბობს:
“თუ იმას მეკითხებით, რომ ვაპირებ თუ არა რომელიმე მოქმედ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას – არა. თუ ნიკა მელია შექმნის პარტიას, ვიქნები თუ არა მისი პარტიის წევრი, უდიდესი ალბათობით კი.
მიმაჩნია, რომ ნიკა მელია ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე გამოკვეთილი, რეიტინგული პოლიტიკური ლიდერია. დანარჩენი უახლოეს პერიოდში გამოჩნდება”- ამბობს კირთაძე
კომენტარები