• რეკლამა
  • კონტაქტი
16:23, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ყველაფერი ასე კარგად იყო, რატომ ვაკრიტიკებთ სააკაშვილის და ადეიშვილის სასამართლოს?” – იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
16:13 11-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  უზენაესი სასამართლოს მოსამართლის  კანდიდატურების გამოსვლებს გამოეხმაურა და თქვა:

„ეს იმედგაცრუება მხოლოდ ჩვენი არ არის, ვნახეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების განცხადებები, რომლებიც ასევე იმედგაცრუებული არიან ამ პროცესით. ჩვენ ვნახეთ კანდიდატები, რომლებმაც  თავი ვერ გაართვეს კითხვებს არამარტო პროფესიულ ნაწილში, არამედ კეთილსინდისიერების ნაწილში. 

ერთ-ერთმა კანდიდატმა თქვა, რომ 28 წლამდე დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით, მერე დაიწყო მუშაობა დარაჯად, მერე კურიერად და სულ მოკლე ვადაში გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა და დღეს აქ არის კანდიდატად ნომინირებული. დაილია ამ ქვეყანაში კარგი იურისტები? პრობლემა სოფლის მეურნეობაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ  იმდენი კითხვის ნიშანი დაბადა, საერთოდ არც უნდა განხილულიყო ეს კანდიდატი.

მეორე მოსამართლე რომელსაც მიღებული აქვს გადაწყვეტილება გია გვიჩიანისა დანიკა  ჩემიას საქმეზე, 11 წელი ეს ორი ადამიანი იჯდა ციხეში უკანონოდ, როგორც შემდეგ აღმოჩნდა. 2012 წელს სასამართლომ  ეს ორი ადამიანი გაამართლა  და ეს მოსამართლე არის დღეს უვადოდ სააპელაციო სასამართლოში დანიშნული და პრეტენზია აქვს, რომ უნდა იყოს უზენაესში მაინცა და მაინც.

ვერცერთმა მოსამართლემ ვერც აგვისტოს მოსმენისას და ვერც ახლა, რომლებიც მუშაობდნენ წინა ხელისუფლების დროს, ვერ გასცა პასუხი  კითხვას –  იყო თუ არა  წინა ხელისუფლების დროს ზეწოლა სასამართლოზე? ყველა მათგანმა აარიდა ამ კითხვაზე პასუხს და თქვა: „არა, ჩვენზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ზოგადად, სისტემაში კი რა ვიცით, რა იყო.“  თუ მართლა ყველაფერი ასე კარგად იყო, რატომ ვაკრიტიკებთ მიხეილ სააკაშვილისდროინდელ სასამართლოს და ზურა ადეიშვილის სასამართლოს? მაშინ არ ყოფილა არანაირი პრობლემა, მათზე არ ყოფილა არანაირი ზეწოლა და არც სცოდნიათ, რომ სასამართლოში ასეთი რაიმეები ხდებოდა“

თეგები: ლევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved