• რეკლამა
  • კონტაქტი
01:14, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ კომერციული ბანკი იშოვის უცხოურ ვალუტას, მისი 25 პროცენტი ეროვნულ ბანკში უნდა გაყინოს” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:44 11-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,217

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე:

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 20 პროცენტიდან 25 პროცენტამდე გაუზარდა.
მარტივად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომერციული ბანკი იშოვის უცხოურ ვალუტას, მისი 25 პროცენტი ეროვნულ ბანკში უნდა გაყინოს, მას სესხად ვერ გასცემს. ამ გაყინული ფულის “შოვნაში” ბანკი პროცენტებს იხდის. ეს მისთვის ხარჯია. ამ ზიანის კომპენსირებას იგი გაუყინავი ფულის გასესხებისას პროცენტის ზრდით იკომპენსირებს, ანუ კლიენტის ხარჯზე.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ დარეზერვების ნორმის ზრდა მოახდინა დოლარებში სესხის გაცემის შესასზღუდად, ანუ მიზანი აკვიატებული ე. წ. ლარიზაციის ხვედრითი წილის გაზრდაა ანუ დოლარიზაციის შემცირება.
ლარის გაუფასურების მოსალოდნელი საფრთხის პირობებებში ეს გადაწყვეტილება არის არასწორი.
სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა იმიტომ მიიღო, რომ რეზერვების მოცულობამ ოქტომბრის თვეში მკვეთრად იკლო, ამ გზით კი შესაძლებელია მისი შევსება დაახლოებით 350 მილიონი დოლარის ოდენობით.
ამ მეთოდით რეზერვების ზრდა ფიქტიურია. ამ სახით ფორმირებული რეზერვები წმინდა რეზერვები არ არის, იგი მხოლოდ ქაღალდზე ალამაზებს სურათს. ეს ფული ეროვნული ბანკის ვალია კომერციული ბანკების მიმართ.
პარადოქსი ის არის, რომ გასული წლის ნომებერში ეროვნულმა ბანკმა 25 პროცენტის ნაცვლად 20 პროცენტამდე შეამცირა აღნიშნული ნორმატივი და ამით თავი მოიწონა, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს გამოვათავისუფლებთ საკრედიტო რესურსების სახით, რითაც ეკონომიკის სტიმულირებასაც მოვახდენთ და სესხზე პროცენტის დაწევასაც შევუწყობთ ხელსო. ამ გადაწყვეტილებას მყისვე გამოეხმაურა მლიქვნელობით განთქნული საქართველოს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე და მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს ამ ბრძნული გადაწყვეტილების მიღების გამო. ახლა, როცა საპირისპირო რამ მოხდა, პოლიტმლიქვნელებით გატენილი ბიზნესასოციაცია დუმს.
რეზერვების კრიტიკულ ნიშნულზე დაბლა შემცირების მიზეზი კი ყველამ კარგად ვიცით. ეს “ქართული ოცნების” უპაუხისმგებლო, ანტიდასავლური და პრორუსული საარჩევნო კამპანიით იყო გამოწვეული. მისი ნაწილობივ აღდგენის მცდელობა ბიზნესს გაძვირებულ კრედიტებად დაუჯდება, ხოლო დეპოზიტარებს შემცირებულ საპროცენტო შემოსავლად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved