სააკაშვილმა შვილის სწავლის დაფინანსების სკანდალზე თქვა, რომ ის არის ნიჭიერი, ახლა ჩვენ შევაგროვებთ, დეპუტატების, ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს, ეს ყველაფერი არის სამარცხვინო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებები შეაფასა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი, რაზეც მან პასუხი უნდა აგოს.
„თუ ხვდებით, რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი? წერტილი. ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები. მათ შორის, შვილთან დაკავშირებით საუბრობდა და შვილის სწავლის დაფინანსების სკანდალზე თქვა, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ახლა ჩვენ შევაგროვებთ დეპუტატების, ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს, ეს ყველაფერი არის სამარცხვინო. მას აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი. აქედან გამომდინარე, მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები