“ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“სოროსის კანტორამ “საქართველოს პარლამენტმა” მორიგი დაკვეთა შეასრულა და პირველი მოსმენით მიიღო გენდერული კვოტირება! საარჩევნო სიების ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება. როგორც განაცხადეს, მათ რეკომენდაციები მიიღეს ეუთოსგან!
თუ კანონებს ეუთო გვიწერს და კონსტიტუციას ვენეციის კომისია, რა საჭიროა პარლამენტი? რამდენიმე მთარგმნელი დავსვათ და რასაც გვეტყვიან ის ჩავწეროთ, რატომ ვინახავთ ამდენ მავნებელ დეპუტატს? ან არჩევნების ჩატარებაში რატომ ვხარჯავთ მილიონებს?”
კომენტარები