• რეკლამა
  • კონტაქტი
00:40, შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ირაკლი ღარიბაშვილის მამას არ აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი შვილს, რატომ აქვს ამის უფლება სხვა ოპოზიციონერების მამებს? – ბოჟაძე

ალია ავტორი - ალია
12:57 09-16-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,315

ორმაგი სტანტარტი სრულიად მიუღებელია ხალხისთვის და ისმის კითხვა: თუ ირაკლი ღარიბაშვილის მამას არ აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი შვილს, რატომ აქვს ამის უფლება გიგა ბიკერიას სალომე სამადაშვილის, ნიკანორ მელიას (სხვა ოპოზიციონერების) მამებს? რატომ არ ითხოვს ,,კრიტიკული მედია” გამოძიების დაწყებას- პასუხი ნათელია, მიზანი ,,ნაციონალური მოძრაობის” მსახურებაა- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

“რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და ,,კრიტიკული მედია” დიდი ხანია ორმაგი სტანტარტით, სიმართლის დამალვით და ტყუილის გავრცელებით არის დაკავებული. 2012 წლიდან ,,ნაციონალური მოძრაობა” მიზანმიმართულად ,,დაიშალა” და ,,გაიშალა”, მისი ლიდერები გადანაწილდნენ სხვადასხვა პარტიებში, ენჯეოებსა და მედიებში, რადგან საზოგადოება მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს გაემიჯნენ დედა პარტიას და თანაც არ აგებენ პასუხს 2004-2013 წლებში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე.

2012 წლის შემდეგ მათი მართვადი მედიები დაუნდობლად, სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებით ებრძვიან ,,ქართულ ოცნებას” და მის ლიდერებს, ატყუებენ საზოგადოებას და ამომრჩეველს. თუმცა ორმაგი სტანტარტი სრულიად მიუღებელია ხალხისთვის და ისმის კითხვა: თუ ირაკლი ღარიბაშვილის მამას არ აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი შვილს, რატომ აქვს ამის უფლება გიგა ბიკერიას სალომე სამადაშვილის, ნიკანორ მელიას(სხვა ოპოზიციონერების) მამებს? რატომ არ ითხოვს ,,კრიტიკული მედია” გამოძიების დაწყებას ან თავად რატომ არ ატარებს #ცრუპენტელანოდარა ,,ჟურნალისტურ გამოძიებას”? პასუხი ნათელია, ვითომ ,,ენჯეოშნიკების” და ვითომ ,,ჟურნალისტების” მიზანი ,,ნაციონალური მოძრაობის” მსახურებაა, მათი ვიწროპარტიული და პოლიტიკური ინტერესების გატარებაა, საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ეკლესიის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაა, არეულობის და სისხლიანი რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და ათასჯერ უფრო სასტიკი რეჟიმის შექმნაა, ვიდრე ეს 2004-2012 წლებში იყო.ხალხი ბრძენია, კარგად არჩევს სიმართლეს და სიცრუეს, ერთგულებას და ღალატს, სწორედ ამიტომ 2024 წელს ,,მისი აღმატებულება ამომრჩეველი” კვლავ მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისევე როგორც 2012, 2013, 2014, 2016, 2017, 2018, 2020 და 2021 წლებში იყო.#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024.”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved