• რეკლამა
  • კონტაქტი
19:33, კვირა, 19 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ გაინტერესებთ, რატომ ვართ ღარიბები, რატომ მივდივართ უკან, ეს ბიძიები არიან ყველა პრობლემის სათავეში – გიორგი ლუბარეცი

ალია ავტორი - ალია
14:04 04-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

Localinsights-ის თანადამფუძნებელი, პროგრამული ინჟინერი, გიორგი ლუბარეცი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამბავი იმისა, თუ როგორ ზარალდება მომხმარებელი, როცა მარეგულირებელი არაკომპეტენტური მიკრომენეჯერის როლს ირგებს.

დაახლოებით 1 კვირის წინ, ეროვნულმა ბანკმა ახალი რეგულაცია დაუწესა ბანკებს, რომლითაც განსაზღვრა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს აუთენტიფიკაცია და ავტორიზაცია ნებისმიერ ინტერნეტ ბანკში ან ინტერნეტ ბანკთან მიახლოებულ ელექტრონულ სისტემაში.

შედეგად მივიღეთ ძალიან კომიკური შემთხვევები, სადაც მაგალითად მომხმარებელს, რომელიც თითის ანაბეჭდით შედის თავის მობილურ მოწყობილობაში, შემდეგ თითის ანაბეჭდით ხსნის ინტერნეტ ბანკის აპლიკაციას, დამატებით კიდე SMS-ით გამოგზავნილი კოდის შეყვანა სჭირდება და ამ ყველაფერის შემდეგ, თუ მან ტრანზაქციის შესრულებაც მოინდომა, ისევ SMS-ით გამოგზავნილი კოდი უნდა შეიყვანოს. იმის მიუხედავად, რომ მან უკვე ძალიან მაღალი დონის აუთენტიფიკაცია გაიარა.

პირველ რიგში, რაც უნდა იცოდეთ ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, იქნება ეს მობილური აპლიკაცია თუ რაღაც საიტი, არის ის, რომ პროგრამული ინჟინრები ძალიან ცუდად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. კომპეტენციის პრობლემა არაა, უბრალოდ ყველა ციფრული სისტემა ძალიან ფაქიზია, არის უამრავი პატარა მიკროსისტემისგან შემდგარი, ერთმანეთთან უამრავი “სკოჩით” დაწებებული, რომელშიც არის კომპონენტები, რომლებსაც წლებია არავინ კიდებს ხელს იმის გამო, რომ მუშაობს. ოღონდ არავინ იცის, რატომ მუშაობს და ყველა ინჟინერს ეშინია, რომ ხელი მოკიდოს, კასკადური ეფექტის თავიდან ასაცილებლად. ყველა ციფრულ სისტემაში არის ასეთი კომპონენტები, როგორი კვალიფიციური კადრებიც არ უნდა ჰყავდეს პროდუქტის მფლობელს.

და ეროვნული ბანკი, რომელმაც არაფერი იცის იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ელექტრონული სისტემები, ამ სისტემებში ჩარევა და “მე უკეთ ვიცი, როგორ უნდა” მიდგომით, ბანკებს თითქმის ყველა კრიტიკულ კომპონენტში ძალიან რადიკალური ცვლილებების შეტანა აიძულა.

შედეგად მივიღეთ ზემოთ აღწერილი კომიკური შემთხვევები და დამატებით, უკვე ერთი კვირაა, რაც ბანკებს თითქმის ყველა კომპონენტში რაღაც “უსხავს”, ხან მესიჯები არ მოდის, ხან საერთოდ ინტერნეტ ბანკი ითიშება, ხან თანხის გამოტანაა შეუძლებელი, ხან რა და ხან რა. ზუსტად ესაა ის კასკადური ეფექტი, რასაც ნებისმიერ ციფრულ პროდუქტზე მომუშავე გუნდი მაქსიმალურად ერიდება და თუ აუცილებელი ხდება ფაქიზი კომპონენტების ცვლილება, ამას ძალიან მკაცრად გაწერილი ნაბიჯებით, ნელ-ნელა ცვლიან, კასკადური ეფექტის თავიდან ასაცილებლად.

მოკლედ, ეროვნულმა ბანკმა უთხრა ბანკებს, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ თავისი სისტემების გამართულად მუშაობა, რომ არა, მან უკეთ იცის. რასაც ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვა. ოღონდ ბანკებისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკი პასუხისმგებელი არავისთანაა, არავინ აკონტროლებს, არც კრიტიკას იღებს. ნავთი გადაასხა ბანკების სისტემებს, ზიპო მიუგდო, გაბრუნდა და კმაყოფილი სახით აგრძელებს მოღვაწეობას. და ამ დროს ბანკები ცეცხლწაკიდებული სისტემების აღდგენას ცდილობენ, მომხმარებლების კრიტიკის ფონზე.

თუ გაინტერესებთ, რატომ ვართ ღარიბები, რატომ მივდივართ უკან, რატომ არ უნდა არავის ამ ქვეყანაში ინოვაციური პროდუქტების შექმნა და რატომ გარბიან ინოვატორები, შორს გახედვა არ გჭირდებათ, “შენზე უფრო ჭკვიანი”, თბილ სავარძელზე მომჯდარი მარეგულირებელი ბიძიები არიან ყველა პრობლემის სათავეში.”

თეგები: გიორგი ლუბარეცი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved