თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, აი ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი უბრალოდ, შეიძლება რამე კონკრეტული მიზეზი კიდევაც არსებობს – თავმჯდომარე კობახიძის ნათქვამს ამჯერად “ოცნების” სხვა დეპუტატები იმეორებენ და სტიქიის ზონაში მოყოლილი და გადარჩენილი ადამიანების სიმართლეში ეჭვი შეაქვთ.
განცხადება ამჯერად ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა და თქვა, რომ ის, რაც კობახიძემ თქვა, “აბსოლუტურად მართებულია” და ჟურნალისტები დაადანაშაულა ინტერპრეტაციებში – “არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ისეთი ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, როგორც ახლა ცდილობთ” – მიმართა მედიას მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე სპეკულაცია და “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.
„მთავარი არხი“
კომენტარები