• რეკლამა
  • კონტაქტი
17:14, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ ეტყობა ოლიგარქიაა ყველაზე ლოგიკური წყობა ქართული აჯაფსანდალისათვის” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
13:37 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,737

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

ვერ ვხვდები, რატომ მიაჩნია მავანთ პოლიტ-პატიმრების ის რაღაც წერილი ტრაგედიად. იფიქრონ იმ ადამიანებმა ისე, რა პრობლემაა. ცხონებული ლიოსა, ნობელიანტი, გონიერი კაცი, ერთ დროს ფიდელ კასტროს და ჩე გევარას მიიჩნევდა ავტორიტეტად. მერე გაიზარდა, ბევრ რამეზე დაფიქრდა, ბევრი რამ გადააფასა და შეიცვალა აზრი.
ძალიან ჭრელია ქართული ოპოზიციური სპექტრი. წარმოუდგენელია მათი ერთ ჰანგზე აწყობა, თუ ერთადერთი სლოგანის ქვეშ არ გაერთიანდებიან:
-დავიბრუნოთ ოლიგარქიის მიერ მიტაცებული სახელმწიფო! –
დანარჩენი სლოგანები არის არასაჭირო და უაზრო.
ბოლოსდაბოლოს, მონგოლებს არ ჰქონდათ პრობლემა, რომ ქართველებს მათ ლაშქარში თავიანთი დროშებით ებრძოლათ და რა პრობლემაა ოპოზიციის ყველა სპექტრმა რომ საკუთარი “დროშები” აფრიალოს, თუ საერთო სლოგანი ერთი იქნება.
შევეშვათ ერთმანეთის “დროშების” და “ხატების” ლანძღვას. არცერთი არის ერთმანეთზე უკეთესი ან უარესი, უფრო მეტიც, ყველა ერთი თხლეა. ესეც ბუნებრივია. ქართული პოლიტიკა ძალიან დაბალი ხარისხისაა ობიექტური მიზეზების გამო.
მოხერხდება ერთი სლოგანის ქვეშ გაერთიანება? მაშინ დავიბრუნებთ სახელმწიფოს. თუ არ მოხერხდება, მაშინ ეტყობა ოლიგარქიაა ყველაზე ლოგიკური წყობა ქართული აჯაფსანდალისათვის და ნურავის გაუკვირდება, თუ უცხოელები აღიარებენ ამ რეალობას. მათ კომუნიკაცია სჭირდებათ მმართველ ძალასთან, რომ ქვეყანასთან კონტაქტი არ დაკარგონ.
ერთდროულად ზოგადსაკაცობრიო პოლიტიკურ მორალზე ჭმუნვა, ადამიანთა უმადურობაზე მოთქმა და სიტუაციური მოკავშირეების ლანძღვა არის ინფანტილური სიბრიყვე და ძალიან ადვილად დამარცხდება ეგზისტენციური პრინციპებით გაერთიანებულ, თუნდაც დაბალინტელექტუალურ ბირთვთან.
იფიქრეთ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved