• რეკლამა
  • კონტაქტი
15:33, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ეს არ მოხდა, ირანი დაბრუნდება შურისძიებით” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
18:40 06-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,288
ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:
შესაძლო არაპოპულარული აზრი:
ნეტფლიქსის სერიალივით ვუყურებთ ებრაული სპეცსამსახურებისა და არმიის მოქმედებებს – პეიჯერების აფეთქება, ირანელი მაღალჩინოსნების “ბუზის საკლავით” დევნა, ირანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების წყობიდან გამოყვანა და სხვა. სპეცსამსახურის თვალით რომ შევხედოთ, მართლა აღმაფრთოვანებელია.
ასევე, მკაფიო და აშკარაა, რომ ისრაელი მის ნებისმიერ მტრულად განწყობილ მეზობელს ჩაგრავს.
ჰამასი, ჰეზბოლა და მათი პატრონი ირანი, სამხედრო თვალსაზრისით, წაქცეულები არიან.
ჩაივლის ისტორიის ეს ჰოლივუდური ეპიზოდი და მერე რა ხდება?
ისტორიკოსი სტივენ კოტკინი იგონებს ხოლმე, რომ ამერიკამ ვიეტნამში წააგო ომი, მაგრამ მოიგო მშვიდობა – ვიეტნამი ამერიკის კარგი პარტნიორია; ერაყსა და ავღანეთში მოიგო ომი, მაგრამ წააგო მშვიდობა – იქ ანტიამერიკული რეჟიმები არიან.
ისრაელის სამხედრო ოპერაციები ახალ ისტორიას დაწერდა ან დაიწყებდა, რომ არსებობდეს გეგმა თუ რა გაჩნდება ჰეზბოლას ნაცვლად ლიბანში, ჰამასის ნაცვლად ღაზაში და აიათოლების ნაცვლად ირანში. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ამ ბოროტ ძალებს ადგილებზე ალტერნატივები არ ყავთ და მათ ნაცვლად არაფერი გაჩნდება.
დასუსტებულები ისევ შეინარჩუნებენ ადგილზე კონტროლს. ეს რას ნიშნავს? ირანი დიდი სახელმწიფოა, დიდი მოთამაშე და მას ყავს დიდი მოკავშირეები (ჩინეთი, რუსეთი). ისრაელის ოპერაცია თუ იმაზე შეჩერდა, რომ რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობები შეასუსტა, ეს შესუსტება დროებითი მოვლენა იქნება, ირანი შეძლებს რეგენერაციას და ორმაგი ძალით დაბრუნებას. რაც დაბომბვებში გამოვლინდა, ამ სისუსტეებს ამოქოლავენ. ეს გაკვეთილი იქნება რუსეთისა და განსაკუთრებით ჩინეთისთვის, რომ ისე მიეხმარონ ირანს, რათა მას ეგზისტენციური საფრთხე აღარ დაუდგეს. შეიძლება წლები დასჭირდეს, მაგრამ ირანი დაბრუნდება შურისძიებით.
რა არის ალტერნატივა? ალბათ, სახმელეთო ოპერაცია და რეჟიმის შეცვლა, რომლისთვისაც მზაობა, როგორც ჩანს, არავის აქვს.
ამის გარეშე, ისრაელის სამხედრო ოპერაციის გრძელვადიანი პოლიტიკური შედეგი შეიძლება უარყოფითიც კი იყოს. ნეთანიაჰუ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ეგ კი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

13:49 10-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved