• რეკლამა
  • კონტაქტი
16:26, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ დავრწმუნდებით, რომ ეს სინერგიის მომტანია, მე გახარიასთან პიროვნული თემა არ მაქვს, ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა!” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
15:45 09-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
920

გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც თავად გახარიას – მე ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს? – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, თუკი გიორგი გახარიას გუნდთან თუნდაც საუბარი სინერგიის მომტანი არ იქნება და ეს ვიღაცის მოლოდინს დაანგრევს, მაშინ „ამის გაკეთება არ ღირს“. ხაზარაძემ განმარტა ისიც, რომ გიორგი გახარიას პარტიის და მათი ხედვები „თითქმის უმეტეს ნაწილში, ერთმანეთს ემთხვევა“.

„გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი კი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე. ეს არ არის რაღაც ვიჩხუბეთ და ასე შემდეგ, შესაბამისად, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც გიორგი გახარიას. ნორმალური ადამიანები არიან და ძალიან ბევრ რამეში, თითქმის უმეტეს ნაწილში, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. მე ამ ყველაფერს ვუყურებ სხვანაირად. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს? თუ ეს სინერგიას იძლევა და სწორედ სინერგიისთვის გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი, როცა ოთხი სხვადასხვა პარტია ამ ბლოკში გავერთიანდით… ამიტომ, მე მინდა მაყურებელს ძალიან მკაფიოდ, გულახდილად და გულწრფელად ვუთხრა, არანაირი პიროვნული ამბები არ არსებობს, არსებობს გვაძლევს თუ არა ეს სინერგიას და არსებობს პრინციპული საკითხების გარშემო შეთანხმება, ეს არც თანამდებობას ეხება, არც კვოტების განაწილებას, ეს ეხება მიიღებს თუ არა, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე საუბარს ჩვენი ამომრჩეველი (დრო საკმარისია) და იქნება თუ არა ეს სინერგიის მომტანი.

თუ ეს სინერგიის მომტანი არ იქნება და თუნდაც ეს საუბარი დაანგრევს ვიღაცის მოლოდინს, რომელიც ჩვენს მიმართ აქვს, ან შეიძლება, მათ მიმართ აქვს, მაშინ ამის გაკეთება არ ღირს. თქვენ კვლევების შედეგად ხედავთ, რომ დღეს ოთხივე ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა. თუ ეს სინერგიას მოიტანს და დავრწმუნდებით, რომ სინერგიის მომტანია, კიდევ ვიმეორებ, მე პიროვნული თემა არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან. ეს არის ჩემი ნომერ პირველი ამოცანა იმიტომ, რომ თუ ეს ვერ მოახერხა “თეორიაში” ოპოზიციამ და მინდა ვთქვა, რომ ამას ახერხებს ამ მონაცემებით, მაგრამ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ეს რომ გავაკეთოთ, მაშინ ქვეყანა ჩავარდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იზოლირებული [ვიქნებით] და ვიქნებით რაღაცა მოდელი, აღარ მინდა რომელიმე ქვეყანა ვახსენო, მაგრამ ყველა მიხვდება რანაირი ტიპის ჰიბრიდული მმართველობა ჩამოყალიბდება აქ.

შესაბამისად, კიდევ ვიმეორებ, ეს არის კვლევის, კონსულტაციების და იმ სინერგიის აღმოჩენის შედეგი. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაცა, რომ მომიტრიალდეთ და მითხრათ, რომ „უპრინციპო ადამიანი ხარ, გუშინ ჩხუბობდი და დღეს გაერთიანდი და ა.შ“ კიდევ ვიმეორებ, პიროვნული თემა ჩემთვის არის, ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი, როცა ქვეყნის მართლა ეგზისტენციალური საკითხი დგება. ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ მე ოდესმე დამიყენებია პიროვნული საკითხი წინ, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება. ასეთი რაღაც არ არსებობს და არც იარსებებს არასდროს! უამრავი ჰობი მაქვს, უამრავი პროექტი მაქვს, მე არც თანამდებობას ვეძებ, არც დეპუტატობას ვეძებ. იცით, რომ ვიყავი დეპუტატი და დავტოვე მანდატი, სწორედ იმის გამო, რომ მეჩვენებინა – არ ვეფარები არანაირ პოლიტიკურ სარჩულს. თქვენ გახსოვთ, რომ მანდატი სასამართლომდე დავტოვე. ახლა სტრასბურგშია ჩვენი საქმე და იქაც მოვიგებთ. დრო სჭირდება ამას და მე ბრძოლას არასდროს შევწყვეტ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

თეგები: გიორგი გახარიამამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved