• რეკლამა
  • კონტაქტი
10:42, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ასეთი მაგრები ხართ, თქვენ გააკეთეთ, გიშლით ვინმე ხელს?! შური ჰქვია ამას! – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
15:52 05-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

„მე მეგონა, მარტო მე მლანძღავდნენ და თურმე სადა ხარ?! ინტერნეტში გადავაწყდი ნეგატიურ პოსტებს ჩემს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიურ კოლეგაზე, გიორგი ღოღობერიძეზე. არ დავასახელებ ინფორმაციის წყაროს და იმას, თუ ვინ დაწერა, უნებლიეთ ტირაჟირება რომ არ გავუკეთო ამ შურიან პასკვილს. ისე მეწყინა, ვერ წარმოგიდგენიათ!

გასაგებია, ახალგაზრდა როცა ხარ, შეიძლება, რაღაც შეცდომა დაუშვა, ეს ნორმალურია. შეცდომას ყველა უშვებს, მეც, ამხელა გამოცდილებისმქონე. შეცდომა ადამიანურია.

მე გადავხედე გიორგი ღოღობერიძის ჩაწერილს ვიდეოებს. ეს არის ახალგაზრდა სპეციალისტი, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და მონდომებული. რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს, კიდევ მეტი გამოცდილება უნდა შეიძინოს. გამოცდილება არის დრო, დროს ვერ იყიდი. შეიძლება, აქვს რაღაც პატარა ტექნიკური შეცდომები, მაგრამ ეს ნორმალურია. ის კითხულობს უამრავ ინფორმაციას, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ინგლისურად, ანალიზს აკეთებს, და შემდეგ გასაგებ ენაზე აწვდის ხალხს. ფაქტობრივად ადამიანი ეწევა საზოგადოების განათლებას. ნეტავი ასეთი ბევრი გვყავდეს. შეიძლება, ასე გადაუარო და სტიმული დააკარგვინო?!

ვინც აკრიტიკებთ გიორგის, ნეტავ თქვენ გაგეკეთებინათ ის, რასაც ის ახერხებს. ამ უაზრო სისულელეების წერას, ეს ჯობდა. ჩვეულებრივ მოქალაქეებზე არ მაქვს საუბარი, როცა სხვა კოლეგები ასე უსამართლოდ აკრიტიკებენ, საწყენია. თუ ასეთი მაგრები ხართ, თქვენ გააკეთეთ, გიშლით ვინმე ხელს?! თუ არადა შური ჰქვია ამას!

მეგობრებო, სისულელეებს ნუ აჰყვებით. შეცდომები ყველას მოსდის, უშეცდომო მხოლოდ ღმერთია. შეიძლება, ახალგაზრდას რაღაც გამორჩეს ან ინფორმაცია სხვანაირად გადმოსცეს, არაა პრობლემა. რატომ იმას არ უყურებენ, რამდენ პოზიტიურ და საჭირო ინფორმაციას ავრცელებს ღოღობერიძე?! საზოგადოებას ანათლებს.

მეც, ჩემდამი ტალახის სროლის შემდეგ რამდენჯერმე ვიფიქრე, აღარ გავაკეთებ ლაივებს-მეთქი, მაგრამ იმდენმა ადამიანმა მომმართა სხვადასხვა შეკითხვით, მივხვდი, ხალხის 99%-ს სჭირდება, რასაც ვაკეთებ. ასევე ღოღობერიძეც აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება, გაიზრდება, კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას დააგროვებს. რა უბედურებაა ეს ბოღმა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ?!

გიორგი ღოღობერიძეს არანაირი მხარდაჭერა არ სჭირდება, ძალიან ძლიერი ადამიანია, ამ მტრობასაც გაართმევს თავს, როგორც დავინახე, სწორად აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ ვერ მოვითმინე, არ მეთქვა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ვუმტროთ, ჯობს, მხარში ამოვუდგეთ. როცა სხვას უთხრით მიწას, ამით საკუთარ თავს უთხრით სინამდვილეში. თუ ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია, ხელი უნდა შევუწყოთ, გასაკეთებელი კი ამ ქვეყანაში იმდენია, ყველას ეყოფა – გააკეთეთ! არაა საჭირო ნეგატივი.

იმედი მაქვს, გიორგი ღოღობერიძე არ ჩავარდება ამ მტრულ „ხაფანგში“, პირიქით, გაძლიერდება და გააგრძელებს წინსვლას და იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც აკეთებს, ის საზოგადოებას საჭირო ინფორმაციებს მიაწვდის.

გახსოვდეთ, 100%-იანი მედიცინა არ არსებობს. მედიცინა არის 90%, 10% შეცდომებია. ასევე, როცა რაღაცას წერთ, გახსოვდეთ, – არსებობს სინდისი“

თეგები: გიორგი ფხაკაძეგიორგი ღოღობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved