• რეკლამა
  • კონტაქტი
16:37, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ არ შეიცვალა ეს ვითარება და მთავრობა – დავადგებით გადაშენების გზას” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
19:06 03-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
628

ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „კატასტროფული დემოგრაფიის“ მთავარი მიზეზი ემიგრაციაა.

„შექმნილი ვითარება შეიძლება, გაუზვიადებლად, დავახასიათოთ როგორც კატასტროფა, ვინაიდან, ბოლო 10 წელიწადია, ბუნებრივი მატების მაჩვენებლი იკლებს. თუ 2014 წელს დაბადებულთა რიცხვი გარდაცვლილთა რიცხვთან შედარებით 11 ათასით მეტი იყო, შემდეგ წლების განმავლობაში ნულამდე დავიდა და ბოლო 4 წელიწადია უარყოფითი რიცხვია.

ანუ ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ ბუნებრივი მატება იყოს, კლებაა — გარდაცვლილთა რიცხვი მეტია დაბადებულებთან შედარებით. რისი ბრალია ეს – თუ გამოვრიცხავთ 2021 წელს, როდესაც პანდემია იყო მთავარი ფაქტორი, დანარჩენი, წლების განმავლობაში მიზეზი არის ემიგრაცია – უმუშევრობა, სიღატაკე, გაჭირვება, ფასების ზრდა იწვევს ქვეყნის დაცლას. 2022-ში ჩვენი 101 ათასი მოქალაქე გავიდა, 2023 წლის სტატისტიკა არ გვაქვს და ალბათ კიდევ ერთი ამდენი იქნებოდა.

მიდიან ახალგაზრდები ბრუნდებიან საპენსიო ასაკს მიახლოებული ან გადაცილებული მოქალაქეები.

2012 წლიდან 2023 წლის ჩათვლით 800 ათასი მოქალაქე დარჩა უცხოეთში როგორც ემიგრანტი. დაბრუნდა 500 ათასამდე და დაახლოებით 300 ათასი მოქალაქე დავკარგეთ, რაც არის ბათუმი, გორი და ზუგდიდი ერთად აღებული. აორთქლდა ეს სამი ქალაქი. ესენი ძირითადად არიან ახალგაზრდები – სამუშაო და რეპროდუქციული ძალის ნაწილი. ამიტომ, ამ კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი არის ემიგრაცია. თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და არ შეიცვალა ეს ვითარება და მთავრობა, ქვეყანა დაიცლება და დავადგებით გადაშენების გზას, რომელიც დეპოპულაციის სახელით არის ხოლმე მოხსენიებული ოფიციალურად. სინამდვილეში, ამას ერის გადაშენება ჰქვია”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

2023 წელს საქართველოში 2542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved