• რეკლამა
  • კონტაქტი
01:37, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენსა და ჩემ შორის, დიანა, მთავარი განსხვავებაა…” – გიორგი ვაშაძე და დიანა ტრაპაიძე

ალია ავტორი - ალია
00:03 11-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,202

პოლიტიკოსი, გიორგი ვაშაძე, “ტვ პირველთან, პასუხობს ჟურნალისტ, დიანა ტრაპაიძის კითხვებს.

გიორგი ვაშაძე:

-თქვენსა და ჩემ შორის, დიანა, მთავარი განსხვავებაა – თქვენ კიდევ გჯერათ, რომ ქართული ოცნებისგან რამე დადგება, მე არ მჯერა, სანამ მჯეროდა, სანამ მქონდა ამისი მცირედი რწმენა მაინც, ყველაფერი გავაკეთე, დავიზიანე კიდეც პოლიტიკურად თავი გარკვეულწილად, რადგან მჯეროდა, რომ ამ ხალხისგან შეიძლებოდა რაღაც დამდგარიყო, ნულოვანი მაქვს ახლა ეს რწმენა.

დიანა ტრაპაიძე:

-არაფერ შუაში არ არის ჩემი წარმოდგენა ქართულ ოცნებზე, საპარლამენტო ცხოვრება გულისხმობს საპარლამენტო ძალების მუშაობას. თქვენ, ელენე და ზურა ვერაფერს ვერ უზამთ ამ 12 პუნქტს.

გიორგი ვაშაძე:

-ვუზამთ. როდესაც ჩვენი და ქართული ოცნების მიზნები განსხვავდება, მათი მიზანი არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება და მათი მიზანია საქართველო დარჩეს პირისპირ რუსეთთან, ჩვენი მიზანია კანდიდატი სტატუსის მიღება, საზოგადოებას თვალი უნდა ავუხილოთ, ყველა ფასადურ პროცესში მონაწილეობა ქმნის გაუგებლობას. დამთავრდა. ნულოვანი მაქვს იმედი და რწმენა რომ ქართული ოცნება რამეს გააკეთებს.

დიანა ტრაპაიძე:

-ხომ შეხვედით პარლამენტში, ხომ არწმუნებდით საზოგადოებას რომ აათუხთუხებდით პარლამენტს, მაშინ ქართული ოცნება ასეთი არ იყო?

გიორგი ვაშაძე:

-არა

დიანა ტრაპაიძე:

-ერთ წელში გაფუჭდა?

გიორგი ვაშაძე:

-კი, მაშინ არც 19 აპრილის ხელშეკრულება ქონდა გადახეული, მაშინ ქართული ოცნების გამო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ჰქონდა დაკარგული და ღიად და პირდაპირ  გეუბნებით, სწორედ მათ გამო არა გვაქვს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მიზანია პრორუსულ ქართულ ოცნებას დავარქვით პრორუსული, როგორც სამარე გაასწორებს კუზიანს – ესაა ერთადერთი გზა. 12 პუნქტს რომ ეხება, მხოლოდ იმაში მივიღებთ მონაწილეობას სასესიო დარბაზში, დახურულ კარს უკან არ ვაპირებ ქართულ ოცნებასთან საუბარს… ივლისსა და ნოემბერს შორის, თუნდაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებში.  როგორც ჩვენი პარტნიორები, ისე მოქალაქეები, სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქმე აქვთ პრორუსულ ძალასთან.

დიანა ტრაპაიძე:

-ევროპული პერსპექტივა მისცეს პრორუსულ ხელისუფლებას? რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ პრორუსულ მთავრობას?

გიორგი ვაშაძე:

-ევროპული პერსპექტივა მისცეს ქართველ ხალხს, ქართულ ოცნებას უთხრეს. აგერ შენ 12 პუნქტი და ახლა გვაჩვენე რუსეთისკენ ხარ, თუ ევროპისკენ, ასეა რეალურად ყველაფერი.

დიანა ტრაპაიძე:

-პუტინის ხელისუფლებისგან აქვთ მოლოდინი რომ 12 პუნქტს შეასრულებენ?

გიორგი ვაშაძე:

-რატომ აეწვა სენატში განხილვები პრორუსულ ქართულ ოცნებას? გავიმეორო შაჰინმა რა თქვა? ქართველი ხალხი იმსახურებს ყველაფერს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება რასაც აკეთებს ეს არ არის გზა დასავლეთისკენ – ეს არის ახალი შინაარსი რომელიც ჩაიდება როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ქართულ ოცნებას რომ სურვილი ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი, უმარტივესი 12 პუნქტია.

“ქართველი ხალხი დამნაშავე არ არის, მისი ხელისუფლებაა დამნაშავე” – ჯინ შაჰინი

თეგები: გიორგი ვაშაძედიანა ტრაპაიძექართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved