• რეკლამა
  • კონტაქტი
06:07, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თქვენი გაგებით თქვენ ხუთი პარტია ხართ და ყველა დანარჩენი პლებეები, ეს იწვევს გახლეჩვას – კოტე კემულარია ოპოზიციის ნაწილს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
20:13 11-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

თქვენი გაგებით თქვენ ხუთი პარტია ხართ და ყველა დანარჩენი პლებეები, ეს იწვევს გახლეჩვას, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის “ტრიბუნა” ერთ-ერთი ლიდერის კოტე კემულარიას წერილშია აღნიშნული.

“არ შემიძლია გულისტკივილით არ ავღნიშნო საჯაროდ:

როდესაც ხუთი პარტია იკრიბებით და ოფიციალურად აცხადებთ, რომ ჩვენ— “ევროპული საქართველო”, “დროა”, “ლელო”, “ენმ”, “გირჩი” 19 ნოემბერს ვატარებთ აქციას და საზოგადოებამ და დანარჩენმა პარტიების წარმომადგენლებმა კეთილი ინებეთ და შემოგვიერთდითო, ეს არის შეურაცხმყოფელი როგორც, ზოგადად საზოგადოებისთვის, ისე სხვა ოპოზიციური მოძრაობების მრავალრიცხოვანი მხარდაჭერებისთვის.

თქვენი მუდმივი პოზიციიდან თუ გადმოსახედიდან, თქვენ, ხუთნი ხართ პოლიტპატრიციები , წამყვანები და დანარჩენი საზოგადოება და პარტიები “და სხვა”(თქვენი გაგებით, პლებეები).
მძიმე , საერთო საქმის დამაზიანებელი შეცდომაა. სამწუხაროდ! ამ “საპატიო ხუთეულმა” ეს ვერ გაიგეთ არჩევნების დროს, არ გინდათ შეისმინოთ არც ახლა.

ეს იწვევს გახლეჩას და “ახლა ამის დრო არ არის” ძახილი, არის სწორედ პროვინციული პოლიტიკანიზმი. მძიმე შეცდომაზე , ყოველთვის უნდა ელაპარაკო პარტნიორებს კეთილმოსურნეობის პრეზუმფციიდან გამომდინარე. იქნებ ეს გამოსწორდეს და ერთად მოხდეს ყველა აქციის და მოქმედების დაგეგმვა, გამოცხადება, ჩატარება.

მხოლოდ მაშინ იქნება ის ყველასი, საყოველთაო და რაც მთავარია უფრო დიდი შედეგის მომტანი. მაპატიეთ ამ ბანალურ ჭეშმარიტებებზე ყურადღების გამახვილება. უბრალოდ, შეკრებებზე განცხადებებმა ვერ გამოიღო შედეგი და საჯაროდ მსჯელობამ იქნებ უშველოს.
უნდა გაიგოთ, ძვირფასებო, რომ “ხუთი მთავარი პარტია ვატარებთ” , ე.წ. “ბარიერ გადალახულები” /კარგად გაიხსენეთ, რომ ეს მავნე ცნება “ოცნებამ” შემოგიგდოთ, თქვენ კი აიტაცეთ/ ,არაფერი კარგის მომტანი არ არის არც საერთო საქმისთვის და არც თქვენი კერძო მიზნებისთვის.

P.S. ნიკა მელიამ კი გამოაცხადა-“ოთხი ვატარებთო”, მეხუთე და “თლათ მთავარი”, ევროპული საქართველო ამჟამად ლატენტურია, ანუ მალულია, თუმცა პროცესებს წარმართავს კულისებს მიღმა.

რ ა ტ ო მ ?

ეს კითხვა მწვავეა და მარტო მე არ მიჩნდება”, – წერია წერილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved