• რეკლამა
  • კონტაქტი
08:00, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენ წადით, ძმაო, ჩვენ რატომ უნდა წავიდეთ?” – ირმა ინაშვილი “ოცნების” ლიდერებს

ალია ავტორი - ალია
23:45 11-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,406

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:

ვინ გაიხარა ამ ქვეყანაში? ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც აფხაზეთის ომს შეეწირნენ, ვერ გაიხარეს. ცოცხლადდარჩენილები – გაჭირვებისგან სულს ღაფავენ. ჩემმა თანამებრძოლებმა, რომლებიც წინა რეჟიმს ებრძოდნენ, ვერ გაიხარეს. ხალხი, რომელიც მებრძოლი სულითა და თავგანწირვით გამოირჩეოდა, გარიყული, დამცირებული და დაუფასებელია.
დაფასებული მხოლოდ მლიქვნელობაა.
ლევან ჩაჩუა გავაცილეთ… და ლევანიც, ჩემი ძმა კოტეც, ჩვენი სხვა ბიჭები ისე წავიდნენ იმქვეყნად, ბედნიერი საქართველო ვერ იხილეს. არამართალი ხალხი ხარობს მხოლოდ… საქართველოსთვის სასიკეთო არც ერთ ბრძოლაში რომ არ გვინახავს, ის ხალხი… ქვეყანაში ამდენი მილიონი ტრიალებს და ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. გრცხვენოდეთ… მილიონერ ჩინოვნიკებსაც და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებულ ბიზნესმენებსაც, სინამდვილეში არც ერთ ქართულ საქმეს რომ არ დახმარებიხართ, გრცხვენოდეთ. ეს მსხვილი ბიზნესმენები, სააკაშვილი რომ გატყავებდათ, დღეს ბოლომდე გაღატაკებულები იქნებოდით, რომ არა ჩემნაირების ბრძოლა. ცოცხლები იქნებოდით კი? და ამართლეთ ახლა ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, მოიწონეთ და უკარით ტაში. ეს ის ქვეყანაა, სადაც მომავალ თაობას ძალიან ბნელ მაგალითს ვაძლევთ: მთავარია, იყო მლიქვნელი, მორგებული და გექნება ფული და თუ ფული გაქვს, ე.ი. ჭკვიანი ხარ! რა უჭკუო ყოფილა ამათ ფონზე ილია ვეკუა, სხვა დიდი მეცნიერები, რომლებსაც უზადო გონება ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ფული! მატერიალური, მიწიერი- აი, ამაზე აქვს სწორება დღევანდელ ხელისუფლებას და ესაა დამღუპველი. კიდევ… შხამიანი მაგალითია, რომ სიმართლისთვის, ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი კაცი მუდმივად იტანჯება, ხოლო ბუჩქებში დამალულები ხარობენ! ვინ აირჩევს ტანჯვის გზას?… რატომ აირჩევს? ამაზე ხომ უნდა დავფიქრდეთ…
კიდევ მოგიბრუნდებიან და გეტყვიან: წადით ამ ქვეყნიდან, თუ არ მოგწონვართო. თქვენ წადით, ძმაო, ჩვენ რატომ უნდა წავიდეთ?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved