• რეკლამა
  • კონტაქტი
16:13, ორშაბათი, 30 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენ თამაშობთ ბიძინას თამაშს? ისევ ხომ არ არის გარიგებული ბიძინასთან? ბიძინას ხომ არ აწყობს ეს?” – გრიგოლია ლევან ხაბეიშვილს

ალია ავტორი - ალია
01:52 11-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,284

გადაცემა “რეაქციაში” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი.

ინგა გრიგოლია:

-გამოდის, დღეს თუ თქვენი პარტნიორი ხდება კეზერაშვილი, მერაბიშვილი, იქნებ თქვენ თამაშობთ ახლა ბიძინას თამაშს? იქნებ ეს აწყობს ბიძინას, რომ დასუსტდეს, დაერიოს ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობა და ეს იქნება სწორი?

ლევან ხაბეიშვილი:

-ბიძინა ივანიშვილს რაც აწყობს, ეს არის დაუძლურებული ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ამ 1 წლის განმავლობაში დაკარგა ძალა. ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ძლიერი და ეს არ უნდა ივანიშვილს. თქვენ თუ ფიქრობთ რომ ყველაფერი კარგად არის, ან ამომრჩეველი თუ ასე ფიქრობს, აქვს მეორე არჩევანი და გააკეთებს მელიას სასარგებლოდ.

ინგა გრიგოლია:

-მე არ ვფიქრობ რომ კარგად არის, მე მგონია, რომ ძალიან ცუდადაა ყველაფერი… ბიძინასთან გარიგებულიაო, აბრალებდით მაშინ იმ ნაწილს ოპოზიციის და დავით კეზერაშვილს, ახლა ხომ შეიძლება იგივე კითხვა გაუჩნდეს ვიღაც სხვა ადამიანს, დღეს ისევ ხომ არ არის გარიგებული ბიძინასთან და ახლა ნაციონალურ მოძრაობს ხომ არ ხლეჩს ამ სკანდალებით, იმიტომ რომ ბიძინას აწყობს?

ლევან ხაბეიშვილი:

–კიდევ დავიწყოთ 2016 წლიდან? 2016 წლის მერე, ინგა, ძვირფასო, ევროპულ საქართველოსთან ერთად, არჩევნებში ვიყავით, მიუხედავად პირადი შეხედულებებისა, იმიტომ რომ საინტერესო იყო ოლიგარქთან ბრძოლა და არა პირადი მოსაზრებები.

ინგა გრიგოლია:

-იმ ხალხთან იყავით, ვისზეც ეჭვი გქონდათ, რომ ბიინასთან იყო…

ლევან ხაბეიშვილი:

-იმ ხალხთან ვიყავი, რომელიც რბილად რომ ვთქვა, არ მომწონდა, ხო, რა მოხდა? ხვალაც ვიქნები იმ ადამიანებთან ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ქართულ ოცნებაში იყო ხალხი და დღეს ოპოზიციაშია. ამის გამო ხელი უნდა ვკრათ? ამ წლებმა მოიტანა გამოცდილება და პირადი შეხედულებებით კი არ ვუყურებ, ვინ მომწონს და ვინ არ მომწონს, არამედ, ჩვენ, ხალხს რა სჭირდება. ვლაპარაკობთ 45 წუთია ნაციონალურ მოძრაობაზე, კეზერაშვილზე, რომელიც 10 წელია ქვეყანაში არ არის, ვანო მერაბიშვილზე, რომელიც 7 წელი ციხეში იყო, ამასობაში გვავიწყდება, 10 წლის განმავლობაში ივანიშვილმა კატასტროფის წინაშე მიიყვანა ქვეყანა და დღეს ამერიკის სენატიდან გვესმის გზავნილები, რომ რუსული ინტერესები აქვს ჩვენ ხელისუფლებას. ახლა რა დროს გათითოკაცებაა?

ინგა გრიგოლია:

-მაგას გეკითხებით, რა დროს ეს დაპირისპირებებია პარტიაში, ეს უფრო ბიძინას ხომ არ აწყობს–თქო, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას.

ლევან ხაბეიშვილი:

-ბიძინა ივანიშვილს აწყობს უძრავი ნაციონალური მოძრაობა, პარტიის ხელმძღვანელი რომელიც დააანონსებს რიგგარეშე არჩევნებს და მერე აღარ გამოჩნდება. როცა ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობა ასე აწყობს ბიძინა ივანიშვილს, უტრირება რომ არ მოხდეს, იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმე შეკრულია ბიძინა ივანიშვილთან, ან ნიკა, ან ვინმე, უბრალოდ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია აწყობს ივანიშვილს. დახურული პარტიები, ობი აქვს მოკიდებული პარტიებს, ეს აწყობს ივანიშვილს…

ინგა გრიგოლია:

-რეგიონებში ობი რომ აქვს მოკიდებული, გიორგი ბოტკოველი ხომ იყო რეგიონალურის ხელმძღვანელი? გამოსულიყო, ეთქვა ხმამაღლა, ახლა რატომ? ექიმთა უმრავლესობა ამბობს, რომ კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში, ევრორეზოლუციაში წერია, რომ უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ და ამაზე საუბრის ნაცვლად, შიდაპარტიული სკანდალების მომსწრენი ვართ. ეს ყველაფერი ხომ არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს?

ლევან ხაბეიშვილი:

-ბიძინა ივაბიშვილს აწყობს უძრავი ნაციონალური მოძრაობა. აქამდე უნდა გაგვეკეთებია ეს… წავედი რუსთავში და გორში, ის ხალხი მერე ჩამოვიყვანეთ კანცელარიასთან რომ აქცია იყო.

ინგა გრიგოლია:

–სულ ეგ იყავით?

ლევან ხაბეიშვილი:

-უნდა გითხრათ რა არის უბედურება – პარტიის თავმჯდომარეც რომ მოვიდა აქციაზე და იმ აქციაზე 500 კაცის მეტი არ იყო, ისე აქვს პარტიის ინფრასტრუქტურას დედა ნატირები, აი, ეს არის უბედურება… უნდა ვანახოთ ადამიანებს თავგანწირვა, საკუთარი ჯანმრთელობით და სიცოცხლით, როგორც ეს სააკაშვილმა აჩვენა და ამას, იყო დრო, გვაჩვენებდა ნიკა მელია. ვაპირებ საკუთარი თავგანწირვით ვიყო პირველი. მეტის გაკეთება შეგვიძლია და გავაკეთებთ. ბიძინა ივანიშვილის 140 მოსეირნე ადამიანის არ ეშინია, ბიძინა ივანიშვილს 20 000 გაბრაზებული კაცის ეშინია. პარტიის თავმჯდომარე არსებობს, ინგა, ის წყვეტს.

ინგა გრიგოლია:

-აბა, პარტიის პოლიტსაბჭო რას აკეთებს?

ლევან ხაბეიშვილი:

-პოლიტსაბჭოს საერთოდ არ ჰკითხა, რიგგარეშე არჩევნები რომ დაანონსა, აი, თავგამოდებიტ რომ იცავ…

ინგა გრიგოლია:

-მე ვიცავ?

ლევან ხაბეიშვილი:

-ასე გამოვიდა. პოლიტსაბჭომ რა გააკეთაო. არ ჰკითხა იმ პოლიტსაბჭოს, არც მას მერე შეუკრებია. ყველა უნდა იყოს ჩართული, ერთგული მხარდამჭერები.

 

“ახლა მიშა ვეღარ მოვა” – გადატრიალება, თუ “ოცნების” “ბუ”–ები პარტიაში? – ლევან ხაბეიშვილი

 

 

 

 

 

 

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით კეზერაშვილივანო მერაბიშვილილევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved