• რეკლამა
  • კონტაქტი
01:13, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თქვენ შიგნიდან მიაწექით, ჩვენ გარედან დაგიჭერთ მხარსო და ერთად შევცვალოთ ჩვენთვის მიუღებელი ეს ხელისუფლებაო” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
14:25 08-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
256

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სენატორისა და კონგრესმენის საქართველოში ვიზიტს ასე აფასებს:

,,რევიზორები ჩამობრძანდნენ ამერიკიდან

ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის 2-დღიანი ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ჩამოეტანათ აშშ-ს სახელმწოფოს გზავნილები.

მათ მიერ გაჟღერებულმა შეფასებებმა დაგვანახვეს შემდეგი:

1. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ამერიკისთვის მიუღებელია, რის გამოც მათი მიზანია ამ ხელისუფლების შეცვლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

2. ამ არჩევნებს აშშ და მთელი მსოფლიო გამადიდებელი ლუპით დააკვირდებიან და თუ სამართლიანად და ობიექტურად არ ჩატარდა, მის შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ.

3. ისინი ყველანაირად უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის „პროდასავლურ განწყობებს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

4. ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული, ანუ ვისაც იმედი აქვს, რომ აშშ-ს არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ახალი ადმინისტრაცია საქართველოს არსებულ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, ძალიან ცდება. ამის დასტური იყო ის, რომ ეს ორი ამერიკელი სტუმარი სხვადასხვა პარტიას წარმოადგენდა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ.

5. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, მან შეხვედრაზე უარი განაცხადა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებმა კი თურმე შეხვედრაზე ვერ გამოამჟღავნეს, რომ მათ ამერიკის მიმართ პოლიტიკის უკეთესობისკენ შეცვლა უნდათ, რის გამოც რევიზორების გული ვერ მოიგეს.

ერთი სიტყვით, ამერიკელი სტუმრების მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ საქართველოსთვის ამერიკის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედ ოპოზიციურ ძალებს აშშ ს მთავრობა ყველა საშუალებით დაეხმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად. „დანარჩენი კი თქვენ უნდა გააკეთოთო“ – ასე დამოძღვრეს “უფროსმა ძმებმა” ერთად და ცალ-ცალკე მათსავე მორჩილებაში მყოფი ოპოზიციური გუნდი (პრეზიდენტი, პარტიები და მათი დაფინანსებული ენჯეოები).

ეს ვიზიტი იყო არადიპლომატიური სიხისტისა და უტიფრობის კლასიკური მაგალითი, როდესაც ამერიკელი სტუმრები რუსი ნამესტნიკების მსგავსად, არათუ სტუმრებად არ გრძნობდნენ თავს, არამედ „უკაზანიებს“ იძლეოდნენ და იმდენად გათავხედდნენ, ქართველი ხალხის სახელითაც კი ლაპარაკობდნენ.
მათ ყოველგვარი რევერანსების გარეშე აღნიშნეს, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, რის გამოც ეს ქართველმა ამომრჩევლებმა არჩევნებში უნდა დააფიქსირონო, ხოლო თუ არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვება დაფიქსირდაო, ე. ი. არჩევნები გაყალბდაო, თქვენ შიგნიდან მიაწექით, ჩვენ გარედან დაგიჭერთ მხარსო და ერთად შევცვალოთ ჩვენთვის მიუღებელი ეს ხელისუფლებაო- დაამუნათეს ოპიზიცია.

მოკლედ, თითქმის 20 წლის წინ ამერიკელების მიერ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული სისხლიანი რეჟიმი, მათთვის ისევ „შუქურად“ რჩება და პირდაპირ გვეუბნებიან, მასობრივი რეპრესიები, ბიზნესის რეკეტი, ციხეში გაუპატიურებები, არჩევნების გაყალბებები და ათასი სხვა უბედურებები უნდა მოგწონდეთ და ისევ ამის ავტორები უნდა დააბრუნოთ ხელისუფლებაშიო. რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობას ნატო და ევროკავშირი გინდათ, ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ეს არის დასავლური ღირებულებებიო.

ეტყობა, ისეთ ჩამორჩენილებადაც გვთვლიან ქართველებს, რომ ჰგონიათ, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ თავისუფლებას და მონობას, ღირსებას და უღირსობას, პარტნიორობას და ქვეშევრდომობას, დემოკრატიას და დემოკრატიის სახელით შეფუთულ დიქტატს.

ამომრჩევლებს გვეუბნებიან, თქვენ კი აირჩიეთ ეს ხელისუფლება თავის დროზე, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ისინი აღარ გამოხატავენ თქვენს ინტერესებს, თქვენც ანალოგიურის ფიქრი მოგეთხოვებათ და აქედან გამომდინარე, არჩევნებში ხელისუფლება უნდა შეცვალოთო.

როდესაც არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებაზე საუბრობენ ჩვენი ამერიკელი ნამესტნიკები, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ თვითონ და მათი მსგავსნი, არიან დაინტერესებული და მიკერძოებული მხარეები, ამიტომ ობიექტურ შემფასებლებად ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგებიან და ასეთ დასკვნებს ჩალის ფასი ექნება ქართველი ხალხისთვის.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ მათთან შეხვედრაზე უარის თქმას, ისე გაიკვირვეს და შეურაცხყოფად მიიღეს, თითქოს ლამის ყოველდღე არ ემუქრებოდნენ მას სანქციებითა თუ სხვადასხვა შეზღუდვებით. თურმე ამის შემდეგაც კი ბიძინა მათ ხელგაშლილად და პატივისცემით უნდა შეხვედროდა. მათი ასეთი ამპარტავნული დამოკიდებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ როგორ აღიქვამენ ისინი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.

სწორედ ამიტომ, სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის მიერ საკადრისი პასუხი გაეცემათ ბატონყმური დამოკიდებულების მსურველებს!”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved