“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალური ქსელით, სუს-ს პასუხობს, რომელმაც დღეს ანგარიში გამოაქვეყნა:
“დიდ ხუთშაბათს ყველაზე დიდი მტერიც კი საქართველოსა ვერ მოიფიქრებდა ასეთ მკრეხელობას, რომ ჩვენი ბრძოლა დავით გარეჯის დასაცავად თუ დამანგრეველი ჰესების წინააღმდეგ ხალხის ხმა შეფასებულიყო ფაქტობრივ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებად და ამ დასკვნას წერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ამის შემდეგ თქვენ უკვე ოფიციალურად ხართ ივანიშვილის, რუსეთის, აზერბაიჯანის თუ ბანგლადეშის სუსი. თქვენ საქართველოსთან არავითარი კავშირი აღარ გაქვთ.
გამოდის, რომ თუ ივანიშვილი აჩუქებს სალოცავებსა და ქართულ მიწებს თავის ბიზნეს-პარტნიორ ალიევს ან დაანგრევს საქართველოს საკუთარი ჰესებისათვის ამის წინააღმდეგ გალაშქრება ხალხის მტრობაა ხომ? მე თქვენ გასწავლით ჭკუას ახლა მაცადეთ!”
კომენტარები