• რეკლამა
  • კონტაქტი
17:12, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი” – ხმაური პარლამენტში

ალია ავტორი - ალია
13:28 04-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,092

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა ხმაური ფონზე მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზში შეძახილები ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საინტერპოლაციო თემების წარდგენისას, მიხეილ სარჯველაძეს მიმართა და უთხრა, რომ ის არის არა მხოლოდ წარუმატებელი მინისტრი, არამედ ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში თანამდებობის პირია.

თქვენ არ ხართ, უბრალოდ, წარუმატებელი მინისტრი. თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია, დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესიჯბოქსისგან და პროპაგანდისგან და ამომწურავ პასუხს გსცემთ ერთ კითხვას მაინც. რატომ ვერ იცავს სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დრეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ? გაითვალისწინეთ, დღეს თქვენ გიყურებენ ბავშვები, რომელთა მშობლებიც მათი სიცოცხლის გადასარჩენად ღამეებს ათევენ კანცელარიის წინ, – თქვა ბაკარაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ საპასუხოდ ბრალდებებს „პოპულიზმი“ და „დემაგოგია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები რეალობას აცდენილია. მინისტრის განცხადებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი მოლოდინების შექმნა განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როცა საქმე მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ეხება.

მისივე მტკიცებით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა არ არის მხოლოდ მედიკამენტის დაფინანსება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ პაციენტებმა მიიღონ ეფექტიანი და უსაფრთხო მკურნალობა. სარჯველაძე ხაზს უსვამს, რომ კონკრეტულ პრეპარატთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია არა ემოციური შეფასებები, არამედ მისი რეალური შედეგიანობა და შესაძლო რისკების დეტალური შეფასება.

ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგი კი აღარ ჰქვია, და სიტყვა უსინდისობასაც სიტყვა პოპულიზმი დაყოლება აღარ უნდა, ეს არის უბრალო ადამიანური უსინდისობა, უტიფრობა ამავდროულად და ჩემდაგასავირად, სხვათაშორის, დიდი დილეტანტიზმიც. დილეტანტიზმიც და ამავდროულად, ამორალობაც. 

ისეთ განცხადებებზე, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებ ბევრს, რომ თითქოსდა რომელიმე მშობლისთვის მითქვამს, ესეც მომაწერეს, რომ თუ 5 წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის. მსგავსი რამ არასდროს გვითქვამს, თითქოსდა მხოლოდ ფასებზე ვსაუბრობდით მშბლებთან შეხვედრის დროს. არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. საგანგებოდ უნდა განვაცხადო: ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება. თუმცაღა მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი ნამდვილად განაპირობებს მათთვის, ვინც ამაზე ხელის მოთბობას ცდილობს. დიახ, როდესაც ათეულობით და ასეულობით მლნ ლარზეა საუბარი, ეს აისახება მარკეტინგის აგრესიულობაზეც. 

ამ მედიკამენტის ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლით საჭიროება. ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, საუბარია ეტლის გადავადებაზე, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ, მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტზე გვქონდეს არასწორი მოლოდინი. ისიც იმიტომ ვთქვი, რომ ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა სასოწარკვეთილი მშობლებისთვის. კი, ნამდვილად, როდესაც ადამიანმა იცის რაზე საუბრობს, იცის რა ნაკლოვანებებზეა საუბარი და მაინც ხდება არასწორი მოლოდინების შექმნა, დიახ, ეს არის ამორალური.

ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მოიტანს მედიკამენტი, მათ შორის, ეტლის საჭიროების გახანგრძლივებაც, უბრალოდ, საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს და არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს. პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ ბავშვს უშველის სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის ეს წამალი ის წამალი, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რიკების შექმნის გარეშე, – განაცხადა სარჯველაძემ პარლამენტში. (ტვპირველი)

 

თეგები: მიხეილ სარჯველაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved