• რეკლამა
  • კონტაქტი
03:32, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თქვენ გავიწყდებათ, რომ არცერთი ადამიანი არ ვართ ნასამართლევი და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. სანამ სასამართლო ჩაქუჩს არ დაარტყამს, ჩვენ უდანაშაულოები ვართ” – ზვიად ცეცხლაძე

ალია ავტორი - ალია
20:03 03-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურორებს მიმართა ზვიად ცეცხლაძემ:

“მე მედავებიან ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას. ზოგადად სიტყვა ჯგუფი მიუთითებს, რომ არის ცენტრალიზებული და როდესაც არის სიტყვა „ორგანიზება“ ნახსენები, შეუძლებელია ამ ჯგუფში შემავალი პირები არ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ისე რომ კომუნიკაციაც კი არ არსებობდეს. თუ თქვენ იმას ამბობთ, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაშინ როგორც ჯგუფს არ უნდა გვედავებოდეთ.

თუ ვსაუბრობთ ჯგუფზე, ანუ ჩვენ კოლექტიურად რაღაცის მიღწევის მიზანი უნდა გვქონდეს, შეიძლება ერთი ნივთის მიმართ ორ ადამიანს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჰქონდეს ერთი და იგივე განზრახვა, ასეთ შემთხვევას სასამართლო განიხილავს ორ ინდივიდუალურ შემთხვევას, ამიტომ ეს ინდივიდუალიზმი არ უნდა გაიბლაროს.

მაშინ იქ გამოსული 20 000 ადამიანი არის ჯგუფურ ძალადობაში ჩართული. თქვენ ამბობთ რომ იქ იყო ბარიკადები, არ შევალ განხილვაში ვის რატომ დასჭირდა ბარიკადების აგება, ჩემი აზრით უფრო თავდაცვისთვის იყო, მაგრამ დავანებოთ თავი. მაშინ მთლიან აქციას უნდა გვედავებოდეთ ერთი და იმავეს, თუ არ არის აუცილებელი ერთმანეთს ვიცნობდეთ.

მუხლს ხო გააჩნია თავისი ისტორიული მიზანი რისთვისაა შექმნილი, იმიტომ არის იქ ჯგუფური და ორგანიზება ნახსენები, რომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ის სხვა საქმეა შეიძლება ადგილზე გაიცნონ ერთმანეთი, მაგრამ ამასაც ვერ ადასტურებთ.

რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს – თქვენ მოიყვანეთ, რომ რადგან მუხლი არის მძიმე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში რაციონალური შიში რომ მიიმალოს. თქვენ გავიწყდებათ, რომ არცერთი ადამიანი არ ვართ ნასამართლევი და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. სანამ სასამართლო ჩაქუჩს არ დაარტყამს, ჩვენ უდანაშაულოები ვართ და თქვენ როდესაც აპელირებთ, რომ დანაშაულისკენ ვართ მიდრეკილი, ჩვენი ინდივიდუალური ბიოგრაფია ამაზე არ მიუთითებს.

მე შემიძლია თეორიულად მძიმე ბრალდება წაგიყენოთ, ეს არ უნდა იქცეს სასამართლოს მხრიდან ასეთი რადიკალური ქმედების საფუძველი. ჩვენთან არსებობს, ჰუმანურობის პრინციპი, როდესაც ადამიანს არ აქვს ბიოგრაფიაში არაფერი, რომ ის მიდრეკილია დანაშაულისკენ, რამდენად ჰუმანურია ჩასვათ ესეთი ადამიანი ციხეში?

გაქცევას რაც შეეხება – დაკავების დროს შეწინააღმდეგებაც კი არ ყოფილა. გარდა ამისა არსებობს ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებები. თუ დადგინდება, რომ ჩვენ არაკეთილსინდისიერად მოვიქცევით ამ სხვა აღკვეთის ქვეშ, შემდეგ შეიძლება თქვა, რომ მიდრეკილია ამისკენ ადამიანი.

ჩემს პირად მაგალითს მოვიყვან, როდესაც უკრაინაში ვიყავი და სამხედრო გადამზადებას გავდიოდი, მაშინ ჩემს გარშემო გაჩნდა საფრთხე, რომ ჩემი დაბრუნების შემთხვევაში დავეკავებინე, მე მქონდა არჩევანი დავბრუნებულიყავი თუ დავრჩენილიყავი საზღვარგარეთ და მესწავლა სამართალი, მე დავბრუნდი – ეს არ არის სამართლებრივი პოზიცია, მაგრამ აჩვენებს მორალურ პოზიციას.”

თეგები: ზვიად ცეცხლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved