ბერლინის ქართული სახლის დამფუძნებელი, თამარ შალამბერიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს, როცა მსოფლიო გადის ბეწვის ხიდზე!
დღეს, როცა მთავრობა იღებს ზომებს!
დღეს, როცა ექიმები თავს არ ზოგავენ!
როდესაც ხალხისთვის პატრიარქია ავტორიტეტი და არა სინოდი!
დღეს როცა სინოდმა დაკარგა ხალხის ნდობა!
რატომ არ იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას პატრიარქი?
ვხედავ დედა ეკლესიას ჭია-ღუა უღრღნის გულს და ეს ჭია-ღუა სინოდია, რომელისთვისაც ქვეყანაზე და ხალხზე კი არა, შემოსავალზე ზრუნვა გამხდარა პრიორიტეტული!
ეკლესიის წინამძღვარნო (სინოდო), რატომ არ მოუწოდებთ მრევლს სახლში დარჩენას? გამოაქვეყნეთ საბანკო ანგარიშები, რომ აღდგომის რიტუალის შესასრულებლად თანხები გადმოგირიცხონ, ნუ დაკეტავთ ტაძრებს, მარტომ ილოცეთ ტაძარში, ხალხს და დედა სამშობლოს სანთელში და კიდევ წვრილმანში გადახდილ გროშებად ნუ ჰყიდით …
დღემდე ვთვლიდი, რომ ნაციონალებზე დიდი მტერი არ ჰყავდა ქართველ ერს.
სამწუხაროდ, დღეს მივხვდი, რომ თქვენ, ბატონებო, საპატრიარქოდან ნაციონალებივით საშიშნი ხართ!
ვწუხვარ!
იმედია, მთავრობა აიღებს პასუხისმგებლობას და მოაზროვნე საზოგადოება დადგება იქ, სადაც სიმართლეს დაინახავს!
დამიჯერეთ! ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე მორწმუნე ექსტრემისტები!
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ჯანმთელობას!
ვებრძვით სიკვდილს, საითაც ასე მონდომებით მიერეკებით ხალხს, ბატონებო!”
კომენტარები