• რეკლამა
  • კონტაქტი
04:54, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თითქოს დღეს გამოჩნდნენ ოკუპანტები და აქამდე არ ჩანდნენ – მდინარაძე ლომისაზე და ოჩამჩირეზე

ალია ავტორი - ალია
14:10 10-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
531

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რუსი სამხედროების გამოჩენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ამბობს:

 

“გამოჩნდნენ საოკუპაციო ძალებიო სადაც ამბობთ, ყველგან ჩანდნენ, სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ, ყველგან ჩანდნენ, ახლა სადაც გამოჩნდნენ თქვენი შეფასებით და საზოგადოებას ისე აწვდით ამბავს, თითქოს დღეს გამოჩნდნენ, გუშინ და აქამდე არ ჩანდნენ. თითქოს არ ჩანდნენ აქამდე, გუშინ გამოჩნდნენ, რაღაც ახალი მოცემულობაა, შემოიჭრნენ თითქოს და არავინ არ დახვდა და არაფერი არ ხდება ახალი და სამწუხარო ხდება, ოღონდ ძველი, ძველი, უკვე არსებული რეალობა.

ოჩამჩირის ბაზის თემა თითქოს დღეს გაიგეს, 2009-11 წლებში ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები რომ მიდიოდა იქ და ხმა არა მოუღია არც ერთ ნაცს, ახლა სადღაც მლეთასთან გადაადგილება ზემოთ, თითქოს დღეს გაიგეს პირველად, როცა სულ პერმანენტულად ხდება ეს მავნებლობა მათი მხრიდან და მეორე, შიდა მავნებლობა იცით რა არის როგორც ახალ ამბავს ისე აწვდიან საზოგადოებას, ისე ეწოდება, სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზიების მხრიდანაც ასეთი ვითომ ახალი ამბები, სინამდვილეში რომელიც არის ძველი მავნებლობა”.

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერმა, დავით ქაცარავმ ლომისის ეკლესიის კადრები გუშინ გაავრცელა. ის ამბობს, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსები იმიტომ იყვნენ, რომ მათ ახალი ტერიტორიების ოკუპაციის გეგმა აქვთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

რაც შეეხება ოჩამჩირეს, იქ, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება, ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, იგეგმება და თუ წლებია ცნობილია მთავრობისთვის, რომ იქ მუდმივი სამხედრო ბაზის გახსნა იგეგმება, რატომ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი ეს მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთისგან, ამაზე მდინარაძეს არ უსაუბრია. 

ასლან ბჟანია – აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved