• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით და მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს” – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:06 06-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,268

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

„ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა იმისა, რომ ისევ უსუსური მცდელობები ჰქონდათ, რაღაცები ვიღაცებს გადააბრალეს და ა.შ.
ბიბისი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მაღალსაიმედო ორგანიზაცია, მისი გამოძიებით და არამხოლოდ, მათ შორის გერმანიის გამოძიებითაც დადასტურებული არის და ჩვენ ამ გამოძიებაში ჩართული ვიყავით ბოლო 2 წელია. ჩვენი გამოძიება თანამშრომლობდა და ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიებები ჩავატარეთ, რომ გამოგვეკვლია, გამოგვეძიებინა ეს თაღლითური სქემები. ათასობით პენსიონერი არის გაძარცვული თქვენი მფლობელის მიერ, ბატონი კეზერაშვილის მიერ. თქვენი კომპანია და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, აქედან დავიწყოთ, ეს არის მთავარი, თქვენი ტელევიზია ფინანსდება მოპარული ფულით, ნაძარცვი ფულით. მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, ბიზნესი დაატერორა, გაძარცვა მთელი ბიზნესი მან და სააკაშვილმა და ახლა მთელი ევროპა გაძარცვა, მილიარდი დოლარი არის მოპარული, ეს უნდა ვიმეოროთ ყოველ დღე.
მანამდეც, მე ვფიქრობ, ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ თუ არ ვცდები, ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში სააკაშვილის დროს, ბატონი იაკობაშივლი იყო ჩართული ამ ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში, აი როგორც დაიქირავა სააკაშვილმა, თქვენ გახსოვთ ლობისტური კომპანია, მისმა დედამ და გადაიხადეს ოფიციალურად მილიონი დოლარი, მხოლოდ ერთ კომპანიაში, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი, აი როგორც ახლა კითხვა დამისვა ამ ბატონმა, და სხვა ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ  ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს ჩვენ თურმე მოვწამლეთ სააკაშვილი და ეს არ სიამოვნებთ, რომ მე გამოვდივარ  საერთაშორისო პლატფორმებზე და ამაზე რომ ვლაპარაკობ ღიად, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით და მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს, აი ეს, მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ერთი ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved