• რეკლამა
  • კონტაქტი
19:00, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „ჭარებულამ“ გორის რაიონში ინტენსიური ვაშლის ბაღები გააშენა

ალია ავტორი - ალია
12:22 04-13-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
321

კომპანია „ჭარებულამ“ ინტენსიური ვაშლის ბაღების გაშენება 2020 წელს დაიწყო და თიბისის მხარდაჭერით ახლა უკვე 12 ჰა ბაღების მფლობელია. კომპანიის დირექტორი, გიორგი აბესაძე, ინტენსიური ვაშლის ბაღების ტრადიციულ ბაღებთან უპირატესობაზე საუბრობს:

„ინტენსიურ ბაღს, ტრადიციულთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს: პირველ რიგში, აქ ჰექტარზე ძალიან ბევრი – 3000-ამდე ხე ირგვება. ხეები მსხმოიარობაში მალე შედიან და ინვესტიციაც მალე ამოგებადია. ამასთანავე, მარტივად მოსავლელი ხეებია, გამძლე, დაავადებების მიმართ მედეგი, მოსავალსაც მეტს იძლევა და დასაკრეფადაც ადვილია.

„ჭარებულა“ მდინარეა, რომელიც გორის რაიონში, ამჟამად ოკუპირებულ სოფელში, ჭარებში იღებს სათავეს და ტყვიავში ჩვენს ბაღებს ჩამოუდის. ამ ლამაზი მდინარის სახელი დავარქვით ჩვენს მეურნეობასაც, რომლის გაშენებაც თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის და დანერგე მომავლის მხარდაჭერით, 2019 წელს დავიწყეთ.

პირველი ნერგები 2020 წელს, 4 ჰა მიწაზე ჩავყარეთ. 2021 და 2022 წლებში კიდევ ოთხ-ოთხი ჰექტარი დავამატეთ და დღეისათვის ჯამში 12 ჰა ინტენსიური ვაშლის ბაღი გვაქვს. პირველმა, 2020 წელს ჩაყრილმა ნერგებმა ნიშანი – 60 ტონამდე ვაშლი – უკვე გასულ წელს მოგვცა. ამ ბაღიდან შემოდგომაზე უფრო მეტს ველოდებით. შემდეგი წლის ხეებსაც ექნება ნიშანი და წელს, ალბათ, 150 ტონამდე ავალთ. შემდეგ წლებში კი სხვა ბაღების ნიშანიც წამოგვეწევა. ვაპირებთ კიდევ 1.5 ჰა მიწის დამატებას. ასე რომ, საბოლოო ჯამში, „ჭარებულას“ ბაღებიდან წლიურად 700-800 ტონა მოსავალს ველოდებით.

პირველი მოსავლის აღებისთანავე დადგა ხილის შესანახი მაცივრის საჭიროება. თიბისის მხარდაჭერით დავიწყეთ მაცივრის დამზადება. კონსტრუქციული ნაწილი თითქმის დასრულებულია და ახალ მოსავალს უკვე იქ შევინახავთ. ამ მაცივრის გარეშე ხილის შენახვა ჭირს, ამიტომ იძულებული ვიყავით, პირველი მოსავალი აღებიდან მალე, შემოდგომითვე გაგვეყიდა, რაც არახელსაყრელია, რადგან შემოდგომაზე ვაშლი ბაზარზე ბევრია და ფასი, შესაბამისად, დაბალი. ახლა შეგვიძლია მოსავალი 6 თვე მაცივარში შევინახოთ და გაზაფხულზე გავყიდოთ, რაც გაცილებით მეტ მოგებას მოგვცემს.

მოსავალს, 6 ჯიშის ვაშლს, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. 4 მუდმივი თანამშრომელი გვყავს, სეზონურად კი – ვაშლის დარგვის, მოსავლის აღების, დახარისხების, ჩაწყობის დროს – მათი რიცხვი 25-ამდე ადის.

მომავალში, თიბისის მხარდაჭერით, ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწის დამატებას და, შესაბამისად, მაცივრის გაფართოებასაც.

თუ საქმე კარგად წავიდა, ვაპირებთ, ასევე, შესაფუთი, ჩასაწყობი თუ სხვა საჭირო მასალის ადგილზე დამზადებასაც, რომელსაც ახლა სხვაგან ვყიდულობთ.

ჯერჯერობით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმემ გაამართლა, რაც, ჩვენს მონდომებასთან ერთად, თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის და დანერგე მომავლის დამსახურებაა“.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved