• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „ბიოპარკმა“ ქართულ ბაზარზე აგროქსოვილის რეალიზაცია გაზარდა

ალია ავტორი - ალია
11:35 04-21-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

აგროქსოვილი, იგივე მულჩის ფირი, სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებადი და ხანდახან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც მცენარეს სარეველა ბალახისგან იცავს. კომპანია „ბიოპარკის“ დამფუძნებელი, მამული სალაყაია, რომელმაც თიბისის მხარდაჭერით აგროქსოვილის საქართველოში შემოტანა 2020 წლიდან დაიწყო, ბიზნესის წარმატების ისტორიას გვიყვება:

რა არის აგროქსოვილი?

ეს არის შავი ფერის კეთილთვისებიანი ცელოფნის ფენა, რომლითაც მცენარის ფესვებს ფარავენ. ის მზის სხივებს არ ატარებს, ამით სარევალა ბალახისთვის ფოტოსინთეზს აფერხებს, სამაგიეროდ, წყლის და ჰაერის გამტარია, შესაბამისად, მცენარის ფესვებს საკვები ნივთიერებები შეუფერხებლად მიეწოდება. დასავლეთ საქართველოში სარეველასთან ბრძოლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ამიტომ, ვისაც ამ პროცესთან შეხება ჰქონია, ყველამ იცის აგროქსოვილის მნიშვნელობა და სარგებელი. მას იყენებენ ინტენსიურ ბაღებშიც. ასევე მოცვის, მარწყვის, ჟოლოს მეურნეობებში და ბიო ვენახშიც. შესაბამისად, აგროქსოვილი ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია.

როგორ მივედი ამ ბიზნესიდეამდე?

ზოგადად, ბიზნესის დაწყების იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, როცა შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხე ყველასთვის რეალური გახდა. ამ დროს დავიწყე ფიქრი იმ კაპიტალზე, რომელიც 4 ჰა მიწის სახით მქონდა სოფელ ურბნისში. სიმინდის მოყვანის შემდეგ არჩევანი ლურჯი მოცვის მოყვანაზე შევაჩერე და ნერგების მოსაძიებლად დასავლეთ საქართველოში ჩავედი. მოცვის მწარმოებელი ფერმერები, სხვა პრობლემებთან ერთად, ბაზარზე აგროქსოვილის დეფიციტს უჩიოდნენ, რომელიც ლურჯი მოცვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიდუქტია. სწორედ იქ გამიჩნდა იდეა, აგროქსოვილი თავად მეწარმოებინა და ადგილობრივ ბაზარზე გამეყიდა. ფერმერებს ფასზე ადგილზევე გავურიგდი და საქმეს შევუდექი.

აგროქსოვილის წარმოებისთვის საჭირო მასალა – პოლიპროპილენი – საზღვარგარეთიდან შემოვიტანე, საჭირო მანქანა-დანადგარები ვიქირავე და პროდუქცია ადგილზე დავამზადე. თუმცა, ბევრი ცდის მიუხედავად, სასურველი ხარისხს ვერ მივაღწიე. ამიტომ საზღვარგარეთიდან იმპორტზე ფიქრი დავიწყე.

2020 წელს აგროქსოვილი სასურველ ქვეყანაში, სასურველ ფასად შევიძინე, კონტეინერი დავტვირთე და საქართველოში ჩამოვიტანე. ფასმაც და ხარისხმაც გაამართლა. მალევე მივხვდი, რომ საქმე საკმაოდ მოგებიანი იყო და თიბისის მხარდაჭერით, იგივე ქვეყნიდან კიდევ რამდენიმე კონტეინერი შემოვიტანე.

2020 წლიდან დღემდე ქართულ ბაზარზე 3 მილიონ კვ.მ-ზე მეტი აგროქსოვილი გვაქვს გაყიდული. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ქართველი ფერმერები არიან. ომმა ბიზნესი რამდენიმე თვით შეაფერხა, თუმცა დღეისათვის სიტუაცია დასტაბილურდა და შეიძლება ითქვას, მოთხოვნა გაიზარდა კიდეც.

ბაზარზე ჩვენი კომპანიის უპირატესობა ხარისხი და ფასია. ამ მხრივ უალტერნატივოები ვართ. თიბისი ჩვენი მუდმივი პარტნიორია და მისი მხარდამჭერითვე ვგეგმავთ ახალ მიმართულებას – ტვირთის შესაფუთი ცელოფნის იმპორტსაც. ეს არის ჭიმვადი, ელასტიკური შესაფუთი მასალა, რომლითაც პადონებზე მოთავსებული ტვირთი იფუთება და რომლის გარეშეც ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლებელია.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved