• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავების კომპანია „ვინ ვეის“ პრიორიტეტი ხარისხია

ალია ავტორი - ალია
12:48 07-17-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილობრივი სარგებლობს, თავად სასტუმროების თუ სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა კი 3000-მდეა. სასტუმროებთან დაკავშირებული ბიზნესებიც, მთელი სექტორის კვალდაკვალ, სწრაფად ვითარდება. სასტუმროების ხარისხიანი, გამართული მომსახურება სამრეცხაოთი და ქიმწმენდით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც მთლიანი სფეროს შეუფერხებელ ფუნქციონირებას განსაზღვრავს.

რამდენიმე თვის წინ დაარსებული კომპანია „ვინ ვეი“ სწორედ ამ, თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავების, მომსახურებას უწევს სასტუმროებს. კომპანია ახალია, თუმცა ერთ-ერთდამფუძნებლისთვის, ეკატერინე დევდარიანისთვის და მისი პარტნიორისთვის ნანა კაცაძისთვის, ეს პირველი ბიზნესი არაა.

„პროფესიით იურისტი ვარ, ამ სფეროში ვმუშაობ და, პარალელურად, რამდენიმე ბიზნესსაც ვმართავ – გადაზიდვებითა და უძრავი ქონების შეძენა-გაქირავებით ვარ დაკავებული. ნანა ეკონომისტია, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე ბიზნესს მართავს.სასტუმროების სფეროთი მე და ჩემი პარტნიორი მას მერე დავინტერესდით, რაც მეგობარმა, რომელიც კახეთში მდებარე სასტუმრო Holiday Inn-ის მფლობელია, შემოგვთავაზა, დაგვეარსებინაასეთი კომპანია, რადგან კახეთის რეგიონში მსგავსი მომსახურება არ არსებობდა. იდეა მოგვეწონა და მაშინვე შევუდექით ბაზრის შესწავლას და ბიზნესის დეტალებში გარკვევას“.

კომპანიამ მალევე შეიძინა თურქული წარმოების სამრეწველო დანადგარები – სარეცხი, საშრობი, ქიმწმენდის აპარატები, უთოები და შესაბამისი დამხმარე აღჭურვილობა.

„სწორედ ამ დანადგარების შესაძენად დაგვჭირდა ბანკის სესხი. აქამდე ბიზნეს სესხებთან არ მქონია შეხება. სიმართლე ითქვას, თიბისი ბანკის მიმართ თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ შევიტყვე ბიზნეს-სესხების შესახებ და მაინც გადავწყვიტე, მეცადა. აქედან დაიწყო ჩემი თანამშრომლობა თიბისისთან და ბანკისადმი დამოკიდებულების შეცვლა – მივხვდი, რომ შესანიშნავ გუნდთან აღმოვჩნდი და ექსპერტიც ძალიან კარგი შემხვდა“.

ამ დანადგარებით კომპანიის წარმადობა თვეში 30 ტონა იქნება. ბიზნესი საშუალო და დიდ სასტუმროებთან თანამშრომლობაზეა გათვლილი. სასტუმროებთან თანამშრომლობა, რომლებსაც 40 ნომერზე ნაკლები აქვთ, დანადგარების მასშტაბიდან გამომდინარე, წამგებიანია.

თავდაპირველად „ვინ ვეი“ მხოლოდ კახეთის რეგიონის მომსახურებას გეგმავდა, მაგრამ საბოლოოდ, ბაზრის დეტალურად შესწავლის შედეგად, გადაწყდა ბიზნესის თბილისში გადმოტანა, ქალაქის ისეთ ნაწილში, საიდანაც, საჭიროებიდან გამომდინარე, კახეთის რეგიონის მომსახურებაც იოლი იქნება.

როგორც ყველა ბიზნესის შემთხვევაში, „ვინ ვეის“ დაფუძნებას და საქმიანობის წამოწყებას არაერთი სირთულე ახლდა.

„ბიზნესმა დამატებითი კაპიტალიზაცია მოითხოვა, დამატებითი ტექნიკური საკითხების გადაჭრა გახდა საჭირო, რამაც სრულფასოვნად ამუშავება მცირე ხნით გადაავადა. მაგალითად, ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, რამდენიმე სახის ტრანსპორტია საჭირო. შედარებით პატარა ტევადობის ტრანსპორტი და დიდი ტევადობის სატვირთო მანქანა, რომელიც დიდ სასტუმროებს მოემსახურება. გარდა ამისა, კიდევ ბევრი დამხმარე საშუალებაა შესაძენი. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ“.

ბაზარზე არსებულ, ამ სფეროში მომუშავე დიდ კომპანიებს ბრუნვაც დიდი აქვთ, რაც ხშირად ხარისხზე აისახება. „ვინ ვეი“ სწორედ აქ ხედავს თავის ძლიერ მხარეს – ხარისხი კომპანიის პრიორიტეტია, სტარტაპის მასშტაბი კი – ხარისხის შენარჩუნების საშუალება და, შესაბამისად, უპირატესობა.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved