• რეკლამა
  • კონტაქტი
09:14, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

ალია ავტორი - ალია
12:41 09-26-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

ლანა ღლონტი 6 წლის წინ ოზურგეთის სოფელ მელექედურში საოჯახო მეურნეობას დაუბრუნდა და ჩაის წარმოება დაიწყო. მაშინ ფიქრობდა, რომ საქმიანობა დროებითი იყო, მაგრამ დღეს უკვე იცის, რომ გურიიდან არსად წავა და წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი.

„როდესაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი, ჩვენი ოჯახის საკუთრებაში 1 ჰა ჩაის პლანტაცია იყო. დროთა განმავლობაში წარმოება გავაფართოვეთ და ახლა უკვე 6 ჰა ფართობზეა ჩვენი ჩაი გაშენებული. ჩვენთან დასაქმებული არიან ადგილობრივები, დაახლოებით 60-მდე ადამიანი, უმეტესად ქალბატონები. ჩაის ხელით ვკრეფთ და მხოლოდ სამ ფოთოლს, რაც ჩვენს მიერ წარმოებული ჩაის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს,“ – გვიყვება ლანა ღლონტი.

ჩაის ადგილზე ამუშავებენ მიკრო-გადამამუშავებელ საწარმოში, რომლისთვისაც დანადგარები ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოიტანეს. ეს გურული ჩაი სამი სახეობისაა და ქართულ ბაზარზე „პლანტაციის“ სახელით იყიდება. „პლანტაციამ“ წელს უკვე 3 ტონამდე მაღალი ხარისხის შავი, მწვანე და მოცვის ჩაი გამოუშვა.

თიბისის აგრო-კრედიტის დახმარებით ლანამ შეძლო სოფელ მელექედურში უფრო დიდი, 200 კვმ საწარმოსმშენებლობა დაეწყო, რომლის დასრულებასაც დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება. შესაბამისად, ფერმერის გეგმებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოებაა. ამას გარდა, ლანა ჟღენტი აპირებს, რომ კიდევ უფრო განავითაროს აგრო-ტურიზმი, რის პოტენციალსაც არჩეული ბიზნეს სტრატეგია აძლევს.

„ახალი საწარმო მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომავალი წლიდან წარმოება გავზარდოთ და 10 ტონამდე ჩაი დავამზადოთ. შესაბამისად, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. ვაპირებთ გავაუმჯობესოთ სტანდარტი და ჩვენი ბრენდი „პლანტაცია“ საცალო გაყიდვაშიც გავიტანოთ. გარდაამისა, ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის აგრო-ტურიზმის მიმართულებით განვითარება. ამჟამად, მცირე მასშტაბის სივრცეში შეგვიძლია სტუმრების მიღება. გამომდინარე იქიდან რომ ინტერესი დიდია, გადავწყვიტეთ ჩვენი სახლის ეზოში კოტეჯი ავაშენოთ, სადაც 10 ადამიანს მივიღებთ. აქ ჩამოსული სტუმრები ძირითად ინტერესდებიან ჩაის კულტურით, ზაფხულის პერიოდში მონაწილეობას იღებენ ჩაის კრეფაში, გადამუშავებაში და შემდეგ საღამოს სპეციალურად მათთვის ჩვენი ჩაის დეგუსტაციასაც ვაწყობთ,“ – ამბობს ლანა ჟღენტი.

„პლანტაციის“ ჩაის, რომელიც განსაკუთრებული შეფუთვით – პატარა ტომრებით იყიდება,აუცილებლად ნახავთ სხვადასხვა გამოფენასა თუ ფესტივალზე საქართველოში.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved