• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
13:01 10-29-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში ზეთისხილის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი ქარხანა – სვანიძის ზეთისხილის საწარმო – გაიხსნა. ობიექტი დედოფლისწყაროში, ტარიბანას ველზე მდებარეობს და დღეში 150 ტონა ზეთისხილს გადაამუშავებს.

7-მილიონიან პროექტში თიბისის დაფინანსება 5 მილიონი ლარია. თანხა კომპანიამ ქარხნის მშენებლობისა და დანადგარების შესაძენად გამოიყენა.

2 400 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება, სეზონურად კი თანამშრომელთა რიცხვი 150-მდე გაიზრდება. ქარხანა 100%-ით ნატურალურ ზეთისხილის ზეთსა და მარინადს აწარმოებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, სამომავლოდ კი დაგეგმილია ექსპორტი. ახალი საწარმო ინოვაციური ტექნოლოგიებით არის აშენებული და აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების დანადგარებით, გერმანული და იტალიური საწარმოო სისტემებით.

თიბისი და „სვანიძე ჰოლდინგი“ 2023 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ. პარტნიორობის ფარგლებში 108 ჰექტარი ზეთისხილის ბაღებია გაშენებული, სამომავლოდ კი ფართობი 300 ჰექტარს გადააჭარბებს. თანამშრომლობა ასევე მოიცავს 900 ჰა-ზე გაშენებული ბაღების მოვლის დაფინანსებასა და მექანიზაციის შეძენის ხარჯებს.

„ზეთისხილის კულტურა საქართველოსთვის ახალი მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ სწორედ თიბისი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დარგის პოტენციალი დაინახა და სექტორის განვითარებას დაუჭირა მხარი. ამ ნაბიჯით ადგილობრივ წარმოებას და ექსპორტსაც შევუწყეთ ხელი. დარწმუნებული ვარ, „სვანიძის ზეთისხილის“ ქარხანა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სფეროს განვითარებაში, ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. აგრარული მიმართულების, განსაკუთრებით საექსპორტო პროდუქციის, მხარდაჭერა თიბისისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ბანკის პორტფელი სოფლის მეურნეობის სექტორში 38%-ით, 330 მილიონი ლარით, გაიზარდა და 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს”, – გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„ეს ქარხანა მხოლოდ ზეთისხილის ზეთის წარმოების სივრცე არ არის – ეს არის საქართველოს შესაძლებლობის დემონსტრაცია, რომ ეკომეგობრული მიდგომითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მხოლოდ შეშის ენერგიაზე, ბუნებრივი წარმოების გზით. საწარმო არამხოლოდ სვანიძის ბაღებს მოემსახურება, არამედ მთელი საქართველოს ფერმერების ზეთისხილის მოსავალს ჩაიბარებს. ჩვენი მიზანია, საქართველო ზეთისხილის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ვაქციოთ”, – გიორგი სვანიძე, „სვანიძის ზეთისხილის“დამფუძნებელი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved