• რეკლამა
  • კონტაქტი
08:32, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, AD BLACK SEA-ს გუნდი Tbilisi Design Festival 2024-ს გამართავს

ალია ავტორი - ალია
13:47 02-22-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 2024 წელს AD BLACK SEA-ს გუნდი კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის გარდა ერთდღიანი ღონისძიებისთვის ემზადება. Tbilisi Design Festival 2024 პირველ მაისს ჩატარდება და იქნება პირველი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, რომელიც სრულად დიზაინ მიმართულებას მიეძღვნება.
თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ღონისძიების თბილისში ჩატარება AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ავსტრიელი დიზაინერი სტეფან საგმაისტერი, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა – როლინგ სტოუნსის ალბომის ქავერი, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვები.
თანამედროვე სამყაროში, დიზაინი არამხოლოდ შემოქმედებით ინდუსტრიაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს საქართველოში დიზაინ ინდუსტრიის განვითარებას, მის გამრავალფეროვნებას და სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების გამოცდილების ახალი თაობისთვის გაზიარებას.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved