• რეკლამა
  • კონტაქტი
21:00, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების მეორე პანელურ დისკუსიაზე მომავლის პროდუქტებზე ისაუბრეს

ალია ავტორი - ალია
15:34 04-28-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში მეორე პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც მომავლის პროდუქტების განხილვას შეეხო.

დისკუსიის სპიკერები თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი, პაატა ღაძაძე, ინდუსტრიული დიზაინერი, ზვიად ციკოლია და ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული კომპანიების „პოსტრედის“ და „არტისიოს“ დამფუძნებლები ბესო კაჭარავა და ირაკლი სვანიძე იყვნენ.

ბიზნესები სულ უფრო მეტს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შექმნან მომავლის პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებისთვის მიმზიდველი იქნება არამხოლოდ დღეს, არამედ წლების შემდეგაც. ამ მიმართულებით წარმატების მაგალითების გაზიარება, სხვა კომპანიების მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზება და ამ გზით ბიზნესისთვის საუკეთესო გამოსავალზე ფიქრი, შეიძლება, ბევრისთვის დამხმარე საშუალებად იქცეს.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება მრავალი წელია, ქართული ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებაზე ზრუნავს და, საუკეთესო მაგალითების ჩვენებით, დამწყებ კომპანიებს წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობებს უზიარებს.

თიბისის ინიციატივით და Visa-სთან პარტნიორობით, ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში, პანელური დისკუსიების სერია დაიწყო. 5 თვის განმავლობაში 5 შეხვედრა გაიმართება და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები აუდიტორიას წარმატებულ მაგალითებზე მოუყვებიან, განვითარების შესაძლებლობებზე მოსაზრებებს გაუზიარებენ და დამსწრეებისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხს გასცემენ.

პანელური დისკუსიების პირველი შეხვედრა 16 მარტს გაიმართა, მეორე კი, 27 აპრილს ჩატარდა. დისკუსია დაჯილდოების კიდევ ერთ ნომინაციას შეეხებოდა, მონაწილეებმა მომავლის პროდუქტების შესახებ ისაუბრეს, ბიზნესგარემოში ბოლო ათწლეულში მომხდარი ცვლილებები შეაფასეს და დამსწრე აუდიტორიას პირადი გამოცდილებები გაუზიარეს.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved