• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა

ალია ავტორი - ალია
14:31 12-02-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

თიბისის, გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, ჯილდო სამ ნომინაციაში გადაეცა. თიბისი პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ამ დაჯილდოებაზე ერთდროულად 3 ჯილდოს მოპოვება შეძლო.

ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ ჯილდო მიიღო თიბისის IT აკადემიამ — რომელიც ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ თანამედროვე და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს. აკადემიაში სწავლების პროცესს, თიბისის გუნდის პროფესიონალებთან ერთად, ხელმძღვანელობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის წამყვანი სპეციალისტები, რაც ყოველწლიურად ზრდის სასწავლო პროგრამების ხარისხსა და რეალურ გავლენას სექტორზე.

თიბისის IT აკადემია 2019 წელს დაარსდა. დღეს, უკვე 5,000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მათგან 30% თიბისი ჯგუფში მუშაობს, დანარჩენი კი სხვადასხვა წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიებში აგრძელებს კარიერას. IT აკადემია საქართველოში, პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის გაძლიერების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი პლატფორმაა.

თიბისიმ მეორე ჯილდო „კლიმატის მდგრადობის მიღწევა“ კატეგორიაში მიიღო. თიბისიმ წარადგინა ის აქტივობები და ინიციატივები, რომელსაც გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ახორციელებს. კლიმატის ცვლილებაზე ზრუნვა თიბისის ESG სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. თიბისი ელექტროენერგიას 12 მზის სადგურიდან იღებს, რითაც რეგიონებში ფილიალების მოხმარების 80%, თბილისში კი 27% იფარება. ავტოპარკის 57% ელექტრო და ჰიბრიდული მანქანებისგან შედგება. თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობა 2.07 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,2 მილიონი ლარი მწვანე და კლიმატთან დაკავშირებული ნაწილია.

მესამე ჯილდო კი თიბისის ESG აკადემიისთვის გადაეცა, კატეგორიაში – „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის“. თიბისიმ ESG აკადემიის შესაქმნელად ორგანიზაცია Finance in Motion-ის დახმარებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში – EFSE Development Facility და GGF Technical Assistance Facility. ESG აკადემია არის მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას უფასოდ სთავაზობს ქართულ ენაზე. პირველი კურსი „მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება“ თიბისისა და საერთაშორისო სატრენინგო კომპანია „დეველორის“ თანაავტორობით შეიქმნა. ჯამურად აკადემიის კურსს 900 თიბისელი და 300 მომხმარებელი გაივლის სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტიდან.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, თიბისის დამატებითი სპეციალური ჯილდოც გადაეცა. ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც კომპანიამ, რომელიც კონკურსის დასაბამიდან – დღემდე, აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ინიციატივაში, მრავალი წელია უზიარებს ბიზნესსექტორსა და საზოგადოებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამასთანავე, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved