• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა

ალია ავტორი - ალია
12:24 09-05-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

თიბისი აზიის განვითარების ბანკის(ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მე-11 დაჯილდოების“ გამარჯვებულია. ბანკს ჯილდოები ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სამ კატეგორიაში გადაეცა: „წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში“, „სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო“ და „ლიდერი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში“.

თიბისიმ გამარჯვება სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით მოიპოვა:

  • ADB-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებისთვის თიბისის საქართველოში წამყვანი პარტნიორი ბანკის ჯილდო გადაეცა;
  • სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით პროექტების ხელშეწყობისა და ფერმერული მეურნეობის დაფინანსებისთვის ბანკმა სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო მიიღო;
  • მრავალფეროვნებისა და შშმ პირთა ჩართულობის ზრდისთვის განხორციელებული ინიციატივებისთვის კი თიბისიმ გამარჯვება შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობის ნომინაციაში მოიპოვა.

„საქართველოში წამყვანი პარტნიორი ბანკის ნომინაციაში თიბისიმ ზედიზედ მე-11-ედ გაიმარჯვა. ეს ადასტურებს, რომ წარმატებით ვპასუხობთ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებს – კომპანიებს ვუმარტივებთ ბიზნესპროცესებს და სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობას უზრუნველვყოფთ. სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო კი იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელსაც ჩვენი გუნდი მიმართავს საკვები პროდუქტების უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

“მოხარული ვარ, რომ თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან წელს პირველად მოიპოვა ჯილდო შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან. სწორედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შევქმენით სამოქმედო გეგმა შშმ პირთა ჩართულობის გასაძლიერებლად და ერთიანი ძალებით ვცდილობთ, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას”,- მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების განყოფილების კოორდინატორი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved