• რეკლამა
  • კონტაქტი
19:59, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ალია ავტორი - ალია
15:51 03-13-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
299

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს, სადაც ადგილობრივ ფერმერებს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა საბანკო პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი.

ღონისძიებები მარტსა და აპრილში პანელური დისკუსიების ფორმატში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, თიბისისთან ერთად, პარტნიორებიც მიიღებენ  სოფლის განვითარების სააგენტოდან, „აწარმოე საქართველოდან“ და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამიდან.

შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, ასევე საშუალო ზომისა და მსხვილ ფერმერებს, ყველა პოტენციურ სტარტაპერს,  რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში აპირებს ბიზნესის დაწყებას.

„გადავწყვიტეთ პირადად შეხვდეთ ფერმერებსა და მეწარმეებს და გავაცნოთ, რა შესაძლებლობები არსებობს დღეს ბაზარზე, რათა მათ მიიღონ ყველა სარგებელი, რასაც ერთობლივად ვთავაზობთ, ჩვენ, თიბისი და ჩვენი პარტნიორები.  ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გააფართოონ, ან თუნდაც წამოიწყონ ახალი ბიზნესი.  თიბისიში არა მარტო ინფორმაციის კონსოლიდაცია ხდება, არამედ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან. ამ პროგრამებში ჩართვა კი, თიბისის პროდუქტებთან ერთად უფრო ადვილია. გარდა ამისა, ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ უკვე შექმნილი გვაქვს ბიზნესზე მორგებული საბანკო პროდუქტები, რაც  პარალელურად სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობას მოიცავს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ბიზნესს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და სარგებელი, რაც მას დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით შესრულებაში დაეხმარება“, – შოთა გონგლაძე, თიბისის სახელმწიფო პროექტების მართვის  ხელმძღვანელი.

თიბისი პარტნიორ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან ფერმერებს და მეწარმეებს არაერთ პროგრამაში ჩართულობას სთავაზობს. მათ შორის: სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად – შეღავათიანი აგრო კრედიტების სუბსიდირება და საგრანტო პროექტების თანა-დაფინასება;  „აწარმოე საქართველოში“ – სესხზე დარიცხული სარგებლის სუბსიდირება, ბენეფიციარების მხარდაჭერა სესხზე არასაკმარისი უზრუნველყოფის შემთხვევაში (პროგრამა „საკრედიტო საგარანტიო სქემა“) და მიკრო და მცირე მეწარმეების საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; USAID-ის  პროექტები: საგრანტო თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა.

გარდა ამ ფინანსური პროგრამებისა, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს სთავაზობს დახმარებას ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაში, კონსულტაციებს  და გამოცდილების გაზიარებას მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე.

შეხვედრები საქართველოს რეგიონებში შემდეგი კალენდრის მიხედვით გაიმართება:

  • 10 მარტი – გორი
  • 17 მარტი – ზუგდიდი
  • 24 მარტი – ქუთაისი
  • 6 აპრილი – გურჯაანი
  • 7 აპრილი – თელავი

შეხვედრების ადგილის შესახებ, დაინტერესებული პირები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved