• რეკლამა
  • კონტაქტი
15:06, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

ალია ავტორი - ალია
14:12 09-22-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

თიბისი ტექსკოლა მთელი საქართველოდან, 9-12 კლასის მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ, ონლაინ ფორმატში შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები, პრაქტიკაში გამოცადონ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი და ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინონ ის მიმართულებები, რომლებიც მათ მომავალ კარიერას განსაზღვრავს.

თიბისი ტექსკოლა ახალ ეტაპზე გადადის, შემოდგომის სემესტრს სრულად ახალი მიდგომით იწყებს და სწავლების ყველა მიმართულებაში AI First პრინციპს ნერგავს. თუ ტრადიციული სწავლება ხშირად თეორიიდან და ცალკეული ტექნიკური ელემენტებიდან იწყება, ტექსკოლაში პროცესი საბოლოო შედეგის წარმოდგენით იწყება. მოსწავლეები პირველივე ეტაპიდან რეალურ პროექტებზე მუშაობენ და ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ არა უბრალოდ საძიებო ინსტრუმენტად, არამედ ასისტენტად და პარტნიორად – იდეების განვითარებაში, პრობლემების გადაჭრასა და პროექტის შექმნაში.

შემოდგომის სემესტრზე ტექსკოლა ორ ეტაპად აცხადებს უფროსკლასელების მიღებას და ჯამში 5 კურსს სთავაზობს მსურველებს. 3 პროგრამაზე მიღება დაიწყო და რეგისტრაცია 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება:

  • Full Stack დეველოპმენტი AI-ის დახმარებით
  • პროდუქტის დიზაინი – UI/UX და გრაფიკული დიზაინი AI-ის დახმარებით
  • ციფრული კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით

5 ოქტომბრიდან კი რეგისტრაცია გაიხსნება შემდეგ კურსებზე:

  • Python ხელოვნური ინტელექტისთვის
  • ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე

პროგრამებს უძღვებიან შესაბამისი სფეროების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე ტექნოლოგიები უშუალოდ ინდუსტრიის გამოცდილი პროფესიონალებისგან ისწავლონ. მათი მხარდაჭერით უფროსკლასელები არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს ეუფლებიან, არამედ ავითარებენ სისტემურ და კრიტიკულ აზროვნებას, პროექტზე მუშაობისა და იდეის რეალურ პროდუქტად გარდაქმნის უნარებს.

თიბისი ტექსკოლის განათლების პროგრამები ხორციელდება „ჯეოლაბთან“ პარტნიორობით.

თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია ქმნის შესაძლებლობას, რომ უფროსკლასელებმა ტექნოლოგიური განათლება მიიღონ მთელი საქართველოდან, უფასოდ და ონლაინ. ამ დროის განმავლობაში ტექსკოლის 7 ნაკადს 4 500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved